„ეს არის ჩემი მონა ლიზა“ - ლუვრის მუზეუმში დააკავეს მხატვარი ქალი, რომელმაც თავისი ვაგინა სახალხოდ მოიშიშვლა
ლუვრის მუზეუმში ლუქსემბურგელი მხატვარი დებორა დე რობერტისი დააკავეს, რომელმაც მსოფლიო მნიშვნელობის ნამუშევრის, ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზას“ წინ ვაგინა მოიშიშვლა შეძახილით „ეს არის ჩემი მონა ლიზა“. 33 წლის დებორას ადანაშაულებენ ექსგიბიციონიზმსა და დაცვის წევრზე დავდასხმაში. ის თავს დაესხა დაცვას და უკბინა მკლავზე, როდესაც რობერტისის გაყვანას ცდილობდნენ დარბაზიდან.
დებორა ადრეც იყო დაკავებული ანალოგიური საქციელი გამო. მან ორსეს მუზეუმში ედუარდ მანეს „ოლიმპიას“ წინ მოიშიშვლა ვაგინა, თუმცა მაშინ სასამართლომ მხატვარი გაამართლა და პატიმრობა არ შეუფარდა. საინტერესოა, ამჯერად როგორი განწყობით შეხვდება ფრანგი მოსამართლე დებორას „ვაგინის დემონსტრირებას“.
კომენტარი