"როდესაც შემთხვევების რაოდენობა იწყება, ამას სიკვდილობის რაოდენობის მატება 2-3 კვირის დაგვიანებით მოჰყვება" - თამარ გაბუნია
გარდაცვალების მაჩვენებლის გარკვეული მატება ბოლო პერიოდში არის იმის შედეგი, რომ დადგა ის მომენტი, როცა მძიმე შემთხვევებზე თავიდანვე პროგნოზულად ვიცოდით, რომ არ ექნებოდა კეთილსაიმედო გამოსავალი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„საყურადღებოა, როდესაც შემთხვევების რაოდენობა იწყება, ამას სიკვდილობის რაოდენობის მატება 2-3 კვირის დაგვიანებით მოჰყვება, დღეს კლინიკებში პაციენტების გარკვეული ნაწილი რჩება, რომლებიც მძიმე დმგომარეობაში არიან. ჯერჯერობით, ამ დაავადების მეტად ეფექტური მართვის გზა არ არსებობს, ამდენად სიკვდილობის შემთხვევების ასეთი მატება განპირობებულია იმით, რომ პაციენტები, რომლებიც კლინიკაში მოხვდნენ, 1,2 კვირის წინ, იქ ვერ დადგა ის გამოსავალი, რომელიც მათი გადარჩენის შესაძლებლობას მოგვცემდა“, – განმარტა გაბუნიამ.
კომენტარი