პირველი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი ჰარმონიის, სულიერი სიმშვიდის მოპოვების დღეა. კარგი დღეა ნათესავებთან შესახვედრად. განწყობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ სასიამოვნო მუსიკა.
კურო
თქვენს განწყობაზე მოქმედებს ამინდი, გარემო. ეცადეთ, დილიდანვე პოზიტიურად დაიმუხტოთ. პარტნიორთან, გავლენიან ადამიანებთან და მეგობრებთან ურთიერთობისას იყავით მშვიდი.
ტყუპი
სიახლეების დღეა, მაგრამ მათ გარშემო მყოფებს ჯერ ნუ გაუზიარებთ. შეიძლება განმარტოება და სიმშვიდეში ყოფნა მოგინდეთ. ახალი საქმეების დაწყებისას ინტუიციას მოუხმეთ და თანამოაზრეების მრავალწლიან გამოცდილებას დაეყრდენით.
კირჩხიბი
ისეთი საქმეები არ დაიწყოთ, რომლებიც უქმეებზე უნდა გააგრძელოთ. ცოტა სიზარმაცე და ოცნება დღეს გეპატიებათ. მიიღეთ საკუთარი თავი და გარემო ისეთი, როგორიცაა.
ლომი
გადახედეთ გეგმებს, ჩანაფიქრებს. შეიძლება მათი შეცვლა გახდეს საჭირო. შეიძლება ჩაერთოთ საქველმოქმედო საქმიანობაში. გაგიმძაფრდებათ ინტერესი ფსიქოლოგიისა და რელიგიისადმი.
ქალწული
თუ საყვარელმა ადამიანმა ვალდებულებების გამო ყურადღება ვერ მოგაქციათ, ნუ გაუბრაზდებით. ზოგიერთი ქმართან ან შეყვარებულთან ერთად საერთო საქმის დაწყებას გადაწყვეტს.
სასწორი
მოერიდეთ ინიციატივის გამოჩენას. თუ ვინმეს
მორიელი
მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმეები. ახალი არაფერი დაიწყოთ, რომ უქმეებზე დაისვენოთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად.
მშვილდოსანი
ცვლილებების დღეა. ზოგიერთი ბინაში ინტერიერის შეცვლას გადაწყვეტს. გამონახეთ დრო ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის. საზღვარგარეთ მცხოვრები მშვილდოსნები ნოსტალგიას იგრძნობენ.
თხის რქა
თვალსაწიერის გაფართოების, მშვიდი საქმიანობის, სეირნობის დღეა. ნათესავებთან და ოჯახის წევრებთან მჭიდრო კავშირში იქნებით. პროგრამისტ და შემოქმედებით ნიშნებს ახალი იდეები გამოგიჩნდებათ.
მერწყული
დაიცავით ბალანსი კვებაში, გაიუმჯობესეთ დღისა და ძილის რეჟიმი. ზომიერი ფულის ხარჯვა დასაშვებია. საკუთარ თავს სურვილების ასრულებაზე უარი არ უთხრათ.
თევზები
მშვიდი საქმეები შეასრულეთ, ძალიან ნუ გადაიღლებით. მეტად დაისვენეთ, გაინებივრეთ თავი სასიამოვნო საკვებით, ნივთებით. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანისა და შვილების გვერდით.
კომენტარი