„იბისი“ გაფუჭებულ პროდუქტებს ჰყიდის?
საქართველოში ბევრ კომპანიას რომ ხარისხის პრობლემა აქვს, ეს ალბათ უცხო აღარაა. სუპერმარკეტების ქსელ „იბისი“-ზე თბილისში ბევრი ადამიანი საუბრობს, მაგრამ არა კარგი კუთხით. „დრონი.ჯი“-სთან საუბრისას მაყვალა ნადიბაიძემ აღნიშნა, რომ „იბისი“ საკვებად უვარგის პროდუქციას ჰყიდის.
პროდუქტების სიცუდე იმაში მდგომარეობს, რომ პროდუქტს არასასიამოვნო სუნი ასდის. გამოდის, რომ პროდუქცია, რომელსაც „იბისი“ თავის ქსელებში ავრცელებს, ან ამჟავებულია, ან მერე მჟავდება.
შესაძლებელია ელექტროენერგიის დასაზოგად მაცივრებს არ რთავენ და მალფუჭებადი პროდუქტიც უცებ ფუჭდება (რას გაიგებთ, მუშაობის ვის რა პოლიტიკა აქვს).
მაყვალა ნადიბაიძე: „იბისი“-ში ვიყიდე გატარებული ხორცი. თან კონსულტანტს ვუთხარი, რომ ხორცი ბავშვისთვის მჭირდებოდა. კიდევ ერთხელ გადავამოწმე და ვიკითხე, რომ პროდუქტი ნამდვილად ახალი იყო.
როცა სახლში მივედი და გავხსენი, საშინელი სუნი ამოვარდა. გატარებულ ხორცში გატარებული მიწაც აღმოვაჩინე. დიღმის მასივში ვცხოვრობ და ეგ მარკეტიც იქვეა. იმ წუთში მივაბრუნე და პრეტენზიებითაც მივმართე.
ბოდიში მომიხადეს და გადახდილი ფულიც უკან დამიბრუნეს. დავინტერესდი, რატომ იყო გატარებულ ხორცში მიწა და ვიკითხე. კონსულტანტისგან პასუხი მივიღე, რომ შეიძლება ხორცსაკეპი მანქანა ახალი დამონტაჟებული იყო და რაღაც გამოჰყვა ხორცსო.
ვერაფერს იტყვი, ნამდვილად „კარგი“ და დამაჯერებელი არგუმენტია. არადა `იბისი~ ერთ-ერთ ცნობილი სუპერმარკეტების ქსელის სიაშია. ასეთ და სხვა სახის პრეტენზიებს ძალიან ბევრს მოისმენთ.
თინათინ ჯავახიანი: „იბისი“-ში შევიძინე პაშტეტი. როცა შინ გავხსენი, აღმოჩნდა, რომ გაფუჭებული იყო. მივხვდი, რომ კარგა ხნის გაუყიდელი იქნებოდა და შემომაპარეს. მაშინვე დავბრუნდი და პასუხი მოვთხოვე.
დამაწყნარეს და მითხრეს, რომ ფულის უკან დაბრუნება პრობლემა არ იქნებოდა. სხვათა შორის, ჩემმა მეზობელმაც მითხრა, რომ „იბისი“-ში გაფუჭებული ქათმის ფილე ვიყიდეო. არ დავიჯერე. რას ვიფიქრებდი, რომ ასეთი კეთილმოწყობილი მარკეტი გაფუჭებულ პაშტეტს და ქათმის ფილეს გაყიდდა?!
ნანა ხომასურიძემ „დრონი. ჯი“-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ `იბისი~-ში ხორცი და სალათა იყიდა. სალათაში – ქვა, ხორცი კი გაფუჭებული აღმოჩნდა. ქალბატონმა ნანამ ფულის დაბრუნების ნაცვლად პროდუქტი გამოცვალა.
ნანა ხომასურიძე: როცა პროდუქტი გამოვცვალე და მეგონა, რომ ახალი იყო, პირიქით მოხდა. როცა გავხსენი, სალათაში ქვები აღარ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ ხორცი ისევ გაფუჭებული და სუნიანი აღმოჩნდა. კიდევ იქ მისვლის დრო ნამდვილად აღარ მქონდა, თორემ ნაყიდ პროდუქტებს უკან დავუბრუნებდი.

„იბისი“-მ ჩათვალა, რომ ქალბატონ ნანას ამჯერად ახალი პროდუქტი გაატანა. „იბისი“, მგონი, კარგად უნდა აცნობიერებდეს, რომ საქმე საკვებ პროდუქტებთან აქვს. შესაბამისად, ხარისხზეც უნდა იფიქრონ. შესაბამისად, ამჟავებული და სანიტარიული ნორმების გარეშე მომზადებულ, უვარგის საკვებს არ უნდა ჰყიდდნენ.
საქმის უფრო დეტალურად გარკვევისთვის დიღმის მასივის ფილიალის მენეჯერს, მეგი სამხარაულს დავუკავშირდით, რომელმაც ასეთი პასუხი გაგვცა: „სულ ახლახან იყვნენ სურსათის უვნებლობის სამსახურიდან და ამის დასადასტურებლად ბეჭდიანი ფურცელიც კი მაქვს. არასოდეს ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენთან რაიმე დაებრუნებინათ. ჩვენთან ვადაგასული საკვები პროდუქტები არ იყიდება“.
გასაგებია, ქალაბატონო მეგი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. არსებობენ ადამიანები, რომლებმაც თავის თავზე გამოსცადეს "იბისი"-ს პროდუქციის „სიკეთე“. თქვენ მიერ ნახსენები ბეჭდიანი ფურცელი კი გასასამართლებელი საბუთი ნამდვილად არ არის.
„დრონი.ჯი“ დაინტერესდა და აუცილებლად გააგრძელებს კონკრეტულად „იბისი“-სა და „პოპულის“ თემას. სამწუხაროა, მაგრამ აღნიშნული სუპერმარკეტის ქსელისადმი ასეთი სახის პრეტენზიებს ბევრი ადამიანი გამოთქვამს, შესაბამისად, რესპონდენტებიც უხვადაა.
პ.ს: ეს სტატია ყოველკვირეულმა გაზეთმა „დრონი.ჯი“–მ 15 მარტის ნომერში უკვე გამოაქვეყნა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კი, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სუპერმარკეტების ქსელ „იბისიში“ შესაძლოა მაკონტროლებლები, აგრეთვე სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლები შევიდნენ.

კომენტარი