"ფიფას" კვლავ კორუფციაში ადანაშაულებენ
ფეხბურთში 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევნები გრანდიოზული სკანდალებით აღინიშნა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ფიფას" ჩინოვნიკებს კორუფციაში ადანაშაულებენ.
ხცზხცზხვხზცზ
ხცზხცზხვხზცზ
მსოფლიო ჩემპიონატი არა მხოლოდ სპორტის დღესასწაულია, არამედ მრავალმილიონიანი ბიზნეს პროექტიც. ამიტომ მისი მასპინძლის სტატუსის მოსაპოვებლად სხვადასხვა ქვეყანა-პრეტენდენტები ყველა შესაძლებლობას იყენებენ, მათ შორის დაინტერესებული პირების მოსყიდვასაც.
ხცზხცზხვხზცზ
ხცზხცზხვხზცზ
აქაც ბიზნესის ჩვეულებრივი სქემაა გამოყენებული: იმისთვის რომ მიიღო ხელსაყრელი შედეგი, საჭიროა გაუკეთო კარგი შეთავაზება იმ პირებს, ვისზეც არის დამოკიდებული საკითხის გადაწყვეტა. ფეხბურთი კი დიდი ხანია იქცა ბიზნესად, სადაც საუბარი მიდის მილიარდებზე. ფიფა კი, რომელიც ამ სფეროში მონოპოლისტია, წარმოადგენს ისეთივე ბიზნეს სტრუქტურას, როგორსაც სხვა დანარჩენი, რომელიც თავისი ინტერესების გატარებას ცდილობს.
ხცზხცზხვხზცზ
ხცზხცზხვხზცზ
ბლატერის ორგანიზაცია ყიდის ტელევიზიებზე მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების უფლებას, აქვს ექსკლუზიური უფლება ჩემპიონატის დროს სარეკლამო სივრცეზე და ა.შ.
ხცზხცზხვხზცზ
ხცზხცზხვხზცზ
ოფიციალურად მიღებულია, რომ კენჭისყრა ტარდება ასე: `ფიფას~ 24 ჩინოვნიკი წყვეტს ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის ბედს. ისინი ქაღალდზე წერენ იმ ქვეყნის სახელს, რომელიც მათთვის მისაღებია. ამ წრეში, რა თქმა უნდა, ბევრია საკუთარი ინტერესების მქონე, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სხვებზეც.
ხცზხცზხვხზცზ
ხცზხცზხვხზცზ
ამაში არაფერი არ არის ანომალიური. მაგრამ ხშირად მოლაპარაკება ჩვეული გზით არ ხდება და არის მცდელობები პრეტენდენტებმა ხმები მიიღონ არცთუ მთლად კანონიერი საშუალებებით.
ხცზხცზხვხზცზ
ხცზხცზხვხზცზ
მაგალითად, ახლა, ბოლო არჩევნების დასრულების შემდეგ, ინგლისელებმა განაცხადეს, რომ მათ შვიდ ხმას დაჰპირდნენ. მერვე ხმა კი ინგლისის წარმომადგენლისაგან ექნებოდათ. იყო დასახელებული იმ ადამიანების გვარებიც კი, ვინც დანაპირები არ შეასრულა.
ხცზხცზხვხზცზ
ხცზხცზხვხზცზ
მოკლედ, მსოფლიო ჩემპიონატი "შავი ფულის" გამომუშავების ბრწყინვალე შესაძლებლობაა ბლატერის და მისი ჩინოვნიკებისათვის. ბრიტანულმა პრესამ აქტიურად დაიყო კომპრომატების გამომზეურება ფიფაზე, შეეცადა დამტკიცებას, რომ ჩინოვნიკები მოსყიდულები იყვნენ რუსეთის მიერ, მაგრამ შედეგი უკვე დაფიქსირებულია და მის შეცვლას არავინ აპირებს.
თავად "ფიფა" ჩემპიონატების ორგანიზების კუთხით ცდილობს არავის მისცეს კრიტიკის საშუალება. მკაცრად აკონტროლებს ნებისმიერი მსოფლიო ჩემპიონატის მომზადებას და ოპონენტებს კრიტიკის შანსებს ნაკლებად უტოვებს. თუმცა, ყველამ იცის, რომ ისეთი იდეალური სიტუაცია კორუფციის გაფურჩქვნისა, როგორიც ფიფაშია, ძალიან იშვიათია ნებისმიერ სფეროში.
კომენტარი