სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაერომ რუსეთს მეშვიდმილიარდე დედამიწელის სამშობლოს სტატუსი ჩამოართვა

გაერომ უკან წაიღო წინასწარ გამოცხადებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პლანეტის მეშვიდმილიარდე მცხოვრები რუსეთში, კერძოდ კი კალინინგრადში დაიბადა. აღმოჩნდა, რომ პლანეტის მეშვიდმილიარდე მცხოვრების ერთადერთი სამშობლო მხოლოდ რუსეთი არ არის და ამ სტატუსს კიდევ ორი ქვეყანა გაინაწილებს. გაეროს სერტიფიკატი და იმის დამადასტურებელი მოწმობა, რომ მისი დაბადებისთანავე პლანეტის მცხოვრებთა რაოდენობა 7 მილიარდამდე შეივსო, ფილიპინელმა დანიცა მეი კამაჩომ მიიღო, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ვერ აცნობიერებს ამ სერტიფიკატის მნიშვნელობას.

სხვათა შორის, პლანეტის საიუბილეო მცხოვრების სამშობლოს სტატუსზე პრეტენზიას ინდოეთიც აცხადებდა და უნდა ითქვას, რომ სერტიფიკატი იქ დაბადებულმა ჩვილმა - ნარგიზმაც მიიღო.

მანამდე რუსული მედია წერდა, რომ 3,6 კგ წონის ალექსანდრე, რომელიც პლანეტის მეშვიდმემილიარდე მცხოვრებია, პეტროპავლოვსკში დაიბადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100