სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბულგარეთი რუსულ გაზზე უარის თქმას აპირებს

ბულგარეთი, ხორვატიის კვალდაკვალ, რუსული გაზის შესყიდვის მკვეთრ შემცირებას აპირებს. შედეგად, „გაზპრომი“ რისკის წინაშე დგას, რომ კიდევ ერთი მსხვილი ევროპელი კლიენტი დაკარგოს.

ამ დროისათვის, ბულგარეთის მიერ შესყიდული ბუნებრივი აირის 80 პროცენტი რუსულია. სოფია აპირებს რუსული გაზის შესყიდვა წელიწადში 2 მილიარდი კუბამეტრი გაზიდან, 5000 ათასამდე შეამციროს. სამაგიეროდ, ქვეყანა საკუთარი წარმოების გაზრდას და სხვა მიმწოდებლების მოძიებას ფიქრობს.

პირველ რიგში, სოფია აპირებს დაიწყოს ლოვეჩში გაზის წარმოება. უახლოეს მომავალში იგეგმება თურქეთთან გაზსადენის მშენებლობა, რომლის საშუალებითაც, უკვე 2012 წელს, აზერბაიჯანიდან 1 მილიარდი კუბამეტრი ბუნებრივი აირის მიღება ივარაუდება. ბულგარეთი რუმინეთიდან და საბერძნეთიდან გაზსადენის საფუძველის ჩაყრასაც და პროექტ ნაბუკუს დასრულებას ელოდება.

ბულგარელი ჩინოვნიკები ვარაუდობენ, რომ ორ–სამ წელიწადში მათი ქვეყანა რუსული გაზის დამოკიდებულებისაგან გათავისუფლდება და „გაზპრომთან“ გრძელვადიან კონტრაქტებსაც გააუქმებს. თავად, „გაზპრომი“ ამ საკითხზე კომენტარს, ჯერჯერობით, არ აპირებს.

როგორც ცნობილია, გასული წლის დასასრულს, ხორვატიის სავთობკომპანია „Industrija nafte“, ბუნებრივი აირის „გაზპრომისგან“ შესყიდვაზე უარი განაცხადა. მისი ახალი და ერთადერთი მიმწოდებელი იტალიური Eni გახდა, რომელთანაც ქვეყანამ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100