სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული ოცნება ადიგენის გამგებლის გადაყენებას ცდილობს

ადიგენის მცხოვრებლების ინფორმაციით, "ქართული ოცნება" რაიონის გამგებლის გადაყენებას ცდილობს. ამ ინფორმაციას საინფორმაციო საგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით ipn-ს ადიგენის მკვიდრი მამუკა გოგრიჭიანი დაუკავშირდათ და რაიონში არსებული მდგომარეობის შესახებ ამცნო.


გოგრიჭიანისავე განმარტებით, აღნიშნულის გასაპროტესტებლად რაიონის გამგეობასთან დღეს აქცია გაიმართება.
"მიმდინარეობს რაიონის მოქმედი გამგებლის გადაყენების კამპანია. გამგებლების შეცვლა, როგორც ჩანს, მოდაში შემოვიდა და ადიგენსაც "უჩხიკინებენ". გამგებლის შესაძლო შემცვლელად განიხილება ორი კანდიდატი – ალექსანდრე გოგოლაშვილი და კიდევ ერთი _ პირველს ლობირებას სოსო ჯაჭვლიანი უწევს, მეორეს - კახა კალაძე. ეს კამპანია ჩვენთვის მიუღებელია", - აღნიშნა გოგრიჭიანმა, რომლის თქმითაც, "ადრე "ქართული ოცნების" კოორდინატორი იყო.“ -წერს ინტერპრესნიუსი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100