სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დეველოპერულ კომპანია M² - სა და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

10 ნოემბერს დეველოპერულ კომპანია M² - სა და „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“ (ASB) საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც განსაზღვრავს მხარეებს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის პირობებს „ჩვენ მზად ვართ! - განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის მიერ.

M² - სა და ASB -ს შორის ურთიერთთანამშრომლობა მიმართული იქნება დეველოპერული კომპანიის კონკრეტულ კომპლექსში საპილოტე პროექტის განხორციელებაზე, რაც მოიცავს კატასტროფის რისკის მართვისთვის პროგრამით განსაზღვრულ აქტივობებს: ტრენინგების ჩატარება, საგანმანათლებლო მასალების გავრცელება მობინადრეებისთვის, კატასტროფის რისკის მართვის პრაქტიკული აქტივობები სიმულაციის სახით, M² - ის თანამშრომელთა გადამზადება და სპეციალური უსაფრთხოების შტაბის ფორმირება. მნიშვნელოვანია, რომ კატასტროფის რიკის მართვის პროგრამა ითვალისწინებს ინკლუზიურ მიდგომას.

„ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა დეველოპერული კომპანია ერთვება პროგრამაში „განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“, რასაც მივესალმებით, და ვფიქრობთ, რომ პროგრამა თითოეული მობინადრის უსაფრთხო გარემოზე იზრუნებს. კატასტროფის რისკის მართვაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როგორ მოვიქცეთ, რადგან ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს და ადგილას. „ჩვენ მზად ვართ" კამპანიის სახელია, რაც გამოხატავს პროგრამით დასახული ამოცანების შედეგს - რისკების შემცირებას. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით ყველა დეველოპერულმა კომპანიამ უნდა იმუშავოს. „ ამბობს თეონა ჯულუხაძე, ASB -ს კატასტროფის რისკის შემცირების პროგრამის კოორდინატორი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100