სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ია ანთაძე მობილურზე მიღებულმა SMS-ბმა შეაშფოთა

"ჩემს ტელეფონზე შემოსული ზარებით თუ ვიმსჯელებთ, პედაგოგებიც, დირექტორებიც და მშობლებიც აღშფოთებულები არიან განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით გამოცდებთან დაკავშირებით" - ამის შესახებ, ჟურნალისტი ია ანთაძე საკუთარ FB-გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ ”ასე ყველა ერთად აღშფოთებული აქამდე არ უნახავს”.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტრომ გამოსაშვები გამოცდების ახალი მოდელი შეიმუშავა. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ, მე-12 კლასში კი მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხოური ენის, მათემატიკისა და ისტორიის გამოცდის ჩაბარება მოუწევთ.

ახალი მოდელის სპეციფიკიდან გამომდინარე, 2012-2013 სასწავლო წლის დასასრულს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უშუალოდ უზრუნველყოფენ მეთორმეტეკლასელთა სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდები საკუთარ სკოლებში ჩააბარონ. ამ მხრივ ბოლო სიახლე კი ისაა, რაც განათლების მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა: ყველა სკოლა თვითონ გადაწყვეტს, რა საგნებში ჩაატაროს გამოცდები...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100