სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, 1 179 კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 137 ადამიანს დაუდასტურდა, 1 179 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 17 019 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 9 840 ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით.

საქართველოში კორონავირუსის 251 071 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 238 101. გარდაიცვალა 2 998 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 478, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 3 576. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 543 მოქალაქე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100