სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კონდოლიზა რაისი: "იდეა, რომ მე სააკაშვილი დავადანაშაულე, აბსურდულია"

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს. ამ თემაზე რაისმა გამოცემა Weeklystandard-თან საუბარში ჯოშუა კუცერას სტატიის "კონდოლიზა რაისი საქართველოს ლიდერს რუსეთთან ომში ადანაშაულებს" კომენტირებისას ისაუბრა.
კუცერას სტატია Atlantic magazin-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. Weeklystandard აღნიშნავს, რომ ეს სტატია მთლიანად არასწორია. აქვე მოყვანილი თავად რაისის შეფასება, რომელიც კუცერას სტატიას "სასტიკს" უწოდებს.
"იდეა, რომ მე ქართველები დავადანაშაულე, სიმართლისგან უკიდურესად შორსაა", - აცხადებს ყოფილი სახელმწიფო მდივანი.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ჯოშუა კუცერას სტატია რაისის წიგნიდან ციტატებს ეყრდნობა, თუმცა მნიშვნელობა ისეა შეცვლილი, რომ "ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა საკუთარი ნათქვამი ვეღარც კი იცნო".
"იდეა, რომ მე როგორღაც დავადანაშაულე სააკაშვილი ამის გამო... ვფიქრობ, ეს არაზუსტია. ჩვენ მართლაც ვღელავდით, რომ შესაძლო იყო, სააკაშვილის პროვოცირება მოეხდინათ და რომ სააკაშვილს შეეძლო, მისი პროვოცირების საშუალება მიეცა. მაგრამ არანაირად არ ყოფილა ქართველების დანაშაული და ვფიქრობ, ეს მთლიანი ტექსტიდან სრულიად ნათელია", - განუცხადა სატელეფონო ინტერვიუში კუცერას სტატიის კომენტირებისას რაისმა Weeklystandard-ის ჟურნალისტს დენიელ ჰალპერს.
ჰალპერთან საუბარში რაისმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მისი აზრით, "რუსეთს სურდა ეს ომი და მიიღო კიდეც, რაც სურდა".
"ისინი ყველაფერს აკეთებდნენ ქართველების პროვოცირებისთვის. რეალურად ომის გამომწვევი რუსების მოკავშირის – სამხრეთ ოსეთის მიერ ქართული ქალაქების დაბომბვა იყო", - აცხადებს კონდოლიზა რაისი.
იგი აქვე ომის დაწყებაში რუსეთის პრემიერს ვლადიმერ პუტინს ადანაშაულებს.
"ვფიქრობ, რუსებს სურდათ საქართველოსთან კონფრონტაცია. ამის გამო პასუხისმგებლობას პუტინს დავაკისრებდი, რადგან, მართალია, ის იმ დროს პრეზიდენტი არ იყო, მაგრამ სწორედ პუტინი იყო ქართველების მიმართ ყოველთვის ყველაზე უხეში. წიგნში ასევე ავხსენი, რომ ბევრ რუსში ქართველების მინართ არარაციონალური სიძულვილია", - ამბობს რაისი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100