სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხორავას ქუჩის საქმეზე შსს-ში მოწმეთა გამოკითხვის პროცესი მიმდინარეობს

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მოწმეთა გამოკითხვის პროცესი განახლდა. უწყებაში გამოკითხვაზე თანმხლებ პირებთან ერთად უკვე გამოცხადდა სამი არასრულწლოვანი. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიება პროკურატურიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში დაბრუნდა. არასრულწლოვანის, ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს სასამართლომ 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100