სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩომ კომენტარი გააკეთა

"ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩომ კომენტარი გააკეთა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, შეექმნება თუ არა პრობლემები მის, როგორც პოლიტიკური დევნილის სტატუსის მქონეს, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, საფრანგეთის საელჩოში აცხადებენ, რომ ამ საკითხს საფრანგეთის ლტოლვილთა ბიურო წყვეტს და მის შეფასებას საელჩო ვერ გააკეთებს.

ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ "მაესტროს" ეთერში სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ საქართველოში დაბრუნებით შესაძლოა მან საფრანგეთში პოლიტიკური თავშესაფარი დაკარგოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100