მიხეილ სააკაშვილის უფროსი ვაჟი სწავლას ფიზიკის განხრით გააგრძელებს
ედუარდ სააკაშვილი,
როგორც 2013 წლის საუკეთესო კურსდამთავრებული დღეს,
თბილისის გ.ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის დირექტორის მედლითა და ასევე განათლების სამინიტროს ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო დახასიათება მან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისგანაც მიიღო.
უმაღლესი განათლების მისაღებად ედუარდი მსოფლიოს რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში მიიღეს, მათ შორის იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში, დარტმუტისა და უილიამსის კოლეჯში. სწავლის გაგრძელება მან სვარტმორის კოლეჯში ფიზიკის განხრით გადაწყვიტა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბილ კლინტონმაც ურჩია. თავის დროზე, ბილ კლინტონი ოქსფორდში სასწავლებლად, სწორედ სვარტმორის კოლეჯის სტიპენდიების აკადემიურმა საბჭომ გაგზავნა.
ედუარდ სააკაშვილი აგვისტოდან სწორედ სვარტმორის კოლეჯში გააგრძელებს სწავლას.
კომენტარი