აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ქვეპროგრამას ,,ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის’’
თითოეულ ბავშვს განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს ქვეპროგრამას ,,ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის’’. პროგრამის მიზანია მაღალმთიანი აჭარის (ქედა, შუახევი, ხულო) საჯარო სკოლებში დეფიციტურ საგნებში (ინგლისური ენა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერება) ვაკანსიების შევსება.
სამინისტროს ხელშეწყობით ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებული ინგლისური ენის მასწავლებელთათვის ბათუმის განათლების ფონდში/მასწავლებელთა სახლში დაიწყო პროფესიული განვითარების ტრენინგები. ტრენინგების მიზანია ქვეპროგრამაში მონაწილე მასწავლებელთა პროფესიული ცოდნის გაღრმავება და სასერტიფიკაციო გამოცდისთვის მომზადება.
ქვეპროგრამის ფარგლებში დასაქმებულია ინგლისურის ენის 19 მასწავლებელი. ამჟამად სასერტიფიკაციო გამოცდისთვის 16 პედაგოგი ემზადება.
კომენტარი