დრონი.ჯი-ის ინფორმაციით მოკლულია დოდო გუგეშაშვილის შვილი
დრონი.ჯი-ის ინფორმაციით მოკლულია დოდო გუგეშაშვილის შვილი ნოდო გუგეშაშვილი. ინფორმაცია ჩვენთან საუბარში ოჯახის ახლობელმა დაადასტურა. ახლობლის თქმით კარი დოდო გუგეშაშვილმა გააღო და მას ეგრევე ესროლეს, შემდეგ უკვე გასროლის ხმაზე ნოდოც გამოვიდა, რის შემდეგაც მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. მეტი ინფრმაცია ამ დროისთვის არც ახლობლებისთვის არის ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დოდო გუგეშაშვილის ოჯახს თავს დაესხნენ. დაჭრილია თავად შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი
თავდასხმა დიღომში, დოდო გუგეშევილის საცხოვრებელ სახლში მოხდა, თავდამსხმელებმა ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს.
გუგეშაშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ს ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.
კომენტარი