სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს უნდა წაიკითხოთ: ბუნების ყველაზე გარყვნილი "შეცდომა"

ოდესმე დაფიქრებულხართ რომელი ბიოლოგიური ორგანიზმი თუ სიცოცხლის ფორმა შეიძლება იყოს ყველაზე გარყვნილი? არავისთვისაა უცხო, ის ფაქტი, რომ ცხოველებსაც გააჩნიათ სექსუალური ცხოვრება.

ბუნებაში არსებობენ ქმნილებები, რომლებიც დანარჩენ ცხოველებს ნამდვილად არ ჰგვანან და მათი სექსუალური ფანტაზია და სქესობრივი კავშირები შოკის მომგვრელია და ეს ბიოლოგიური ორგანიზმი თუ სიცოცხლის ფორმა გახლავთ მწერი, არც მეტი არც ნაკლები „საწოლის ბაღლინჯო“ – იგივე „Cimex lectularius“.

პირველი, რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ პრიაპიზმი მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. ვისაც აქამდე არ სმენია ამის შესახებ, პრიაპიზმი არის ხანგრძლივი ერექცია, რომელიც ადამიანებშიც ვლინდება და ხშირად ექიმის ჩარევის გარეშე არ გადის. მამაკაცების შემთხვევაში, ამას შეუძლია სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს. ისეთი პრობლემები, როგორიცაა პენისის განგრენა და მისი ამპუტაციის აუცილებლობა. თუმცა, როგორც ჩანს, ბაღლინჯოებს ეს არ აწუხებთ. პირიქით, მათ მუდმივი ერექცია აქვთ და ეს მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერექციას მშვინივრად იყენებენ და ძალიან ხშირად ჟიმაობენ. შეიძლება ითქვას წარმოუდგენლად ხშირად. დაახლოებით დღეში ორასჯერ.

როგორია?

დამახასიათებალი თვისებებია: ჰომოსექსუალიზმი და პარტნიორისადმი მხეცური მოპყრობა. უცნაურია, მაგრამ ისინი ძალიან ძნელად არჩევენ ერთმანეთისგან საკუთარ მოდგმას სხვა არსებებისა თუ საგნებისაგან და შესაბამისად, გაცილებით უფრო რთულად არჩევენ ერთმანეთისგან მდედრობითი და მამრობითი სქესის ბაღლინჯოებს. რა თქმა უნდა, ეს უკვალოდ არ ქრება და მათი სქესობრივი აქტების ორმოცდაათი პროცენტი ჰომოსექსუალურია. ოცი პროცენტი მოდის სხვადასხვა სახის არსებებზე და უსულო საგნებზე, ანუ ოცი პროცენტის შემთხვევაში ისინი ჟიმავენ ყველას და ყველაფერს. ხოლო მათი სქესობრივი კავშირების მხოლოდ ოცდაათი პროცენტი მოდის მდედრობით ბაღლინჯოებთან, ნატურალური თუ, რაც ჰქვია.

მათი აგებულება კიდევ უფრო გასაოცარია, ვიდრე მათი ფანტაზიები. ეს მხოლოდ სიტყვები ნამდვილად არაა. წარმოიდგინეთ, უბრალოდ დაფიქრდით, იმაზე, რომ ისინი ფლობენ პენის-პერფორატორებს, ანუ პენისს, რომელსაც გახვრეტის უნარი, პენისი-დრელი, პენისი-ბურღი, უამრავი რამე შეიძლება ეწოდოს მას, მაგრამ შინაარსი ნამდვილად უცვლელია.

საკუთარ ტანთან შედარებით, მათ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი პენისები აქვთ და, რაც უნდა გასაოცარი იყოს ამ პენისებს აქვთ წვეტიანი და მჭრელი თავები. ისინი ამ თავისი, შპრიცის მაგვარი პენისებით განგმირავენ-ხოლმე თავის რჩეულ, ქალბატონ ბაღლინჯოებს და უტოვებენ თესლს, ყველგან, სადაც კი მოუხერხდებათ, თავში, მუცელში, ფეხებში, ზურგში და ზოგჯერ გულშიც კი. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს არავითარ ზიანს არ აყენებს მდედრ ბაღლინჯოებს, თუმცა ისმის კითხვა, როგორ უნდა დაფეხმძიმდნენ ისინი ასეთ შემთხვევაში? ეს, მართლაც, კარგი კითხვაა, რომელსაც მათი შემდეგი თავისებურებისკენ მივყავართ.

შემდეგი თავისებურებანი კი არიან, ფეხმძიმე ქალწულები. გარედან მათი ვაგინა ხელუხლებელი ჩანს, თუმცა ზურგიდან ეს ქალბატონები პენისით არიან გახვრეტილები. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორ გადარჩებიან სპერმატოზოიდები სისხლში? ესეც არანაკლებ საინტერესო კითხვაა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მათთვის. სინამდვილეში კი მათაც, როგორც ჩვეულებრივ მისთვის უცნობ მიკრობებს, მათივე იმუნური სისტემა ანადგურებს. იმისათვის, რომ ასობით გამეტს მიზნის მიღწევის შანსი მისცენ, მამრი ბაღლინჯოები გამოყოფენ ძალიან დიდი რაოდენობის სპერმას. შედარებისთვის რომ ავიღოთ, შეიძლება ითქვას, რომ ბაღლინჯო ადამიანის ხელა რომ ყოფილიყო ყოველი ეაკულაციის დროს ის გამოჰყოფდა ოცდაათ ლიტრ სპერმას. ანუ, გამოდის, რომ სპერმაში დაახჩობდა პარტნიორს. ასეთი სიუხვის შემთხვევაში, სპერმის გარკვეული რაოდენობა აუცილებლად გადაურჩება იმუნურ სისტემას. ისინი არტერიათა ღრმულებში და ვენებში შემალულები დაუცდიან საკუთარი მოქმედების დროს.

ქალბატონი ბაღლინჯოები ამ „ანდერგრაუნდშიკი“ სპერმატოზოიდებით სავსე ატარებენ მთელ ზამთარს. გაზაფხულობით კი სპერმატოზოიდებს საკუთარი ინსტინქტი უხმობს და ისინი სხეულის ყველა მხრიდან იწყებენ სვლას, თავიდან, ფეხებისა და მუცლის ღრუდან. საკვერცხეების გარშემო გროვდებიან, ხვრეტენ მას და შიგნით ძვრებიან. ამის შემდეგ კი განაყოფიერების ციკლი ჩვეულებრივად გრძელდება.

ბუნებამ თავისი ასეთი ღადაობა შესანიშნავად გაამყარა იმით, რომ გასაოცარი ადაპტაციის მექანიზმი გამოიგონა. თაობების მანძილზე განვითარებულმა მუტაციამ წარმოუდგენელი შედეგები გამოიღო. ქალბატონი ბაღლინჯოები უკვე ზურგზე ბუნებრივი სამიზნეებით ჩნდებოდნენ, რომელიც შავია და ღია ფერის რკალი აკრავს. ყოველი ასეთი წერტილი შეესაბამება ვაგინას, დამატებით სასქესო ორგანოს. დღეისათვის ეს თავისებურება მათ უკვე არსებობის ყველა სტადიაზე თან სდევთ. მათ ახლა შრამების ნაცვლად რამდენიმე დამატებითი სასქესო ორგანო აქვთ ზურგზე.

კიდევ ერთი განმასხვავებელი თვისება,რაც მათ ახასიათებთ არის ჰერმაფროდიტიზმი. ბუნება არ იღლება თავისი უცნაური ექსპერიმენტების ტარებით ამ უცნაურ ქმნილებებზე. არა მხოლოდ მდედრობითი, არამედ მამრობითი ბაღლინჯოებიც განიცდიდნენ მუტაციას. მაგალითად აფრიკაში ცხოვრობენ ბაღლინჯოები სახელად „Afrocimex constrictus“, რომლებსაც ზურგზე საშოები აქვთ. თუმცა ამ საშოების მიუხედავად, ისინი არ ნაყოფიერდებიან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს საშოები ან უბრალო დეკორაციას უნდა წარმოადგენდნენ, ან კიდევ ჰომოსექსუალური კავშირების წასახალისებლად ებოძათ და ამას მშვენივრადაც ახერხებენ.

მათი სექსუალური ცხოვრების კიდევ ერთი დამახსიათებელი თვისება არის პენისი-იარაღი, რომელიც გარკვეულ დისტანციაზე ისვრის სპერმას. ამ პენისი-იარაღით აღჭურვილნი და შეიარაღებულნი არიან ტროპიკული ბაღლინჯოების ზოგიერთი სახეობები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100