„ვაი შენს მშობლებს, ერთადერთი ქალიშვილი დაკარგეს" – სტრასბურგში 20 წლის ჩხოროწყუელი გოგო გარდაიცვალა
თსუ-ის ბიოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, ჩხოროწყუელი, 20 წლის ეკა ნარსია ლეიკემიის დიაგნოზით სტრასბურგში თითქმის, წელიწადი მკურნალობდა და სამწუხაროდ, გუშინ გარდაიცვალა.
„ვაი შენს მშობლებს, ერთადერთი ქალიშვილი დაკარგეს გაუსაძლისი ტკივილია ეკა, შენი დაკარგვა“ ,- უსამძიმრებენ სოცქსელში ნარსიების ოჯახს.
ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ცხედრის გადმოსვენება საქართველოში.
კომენტარი