სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დედობის უფლება ყველას აქვს. მათ შორის ქორწინების გარეშეც და არცერთ ხელისუფალს არ აქვს უფლება, ქალი უშვილოდ დატოვოს" - ნანუკა ჟორჟოლიანი წულუკიანის გადაწყვეტილებაზე

"საქართველო არის ქვეყანა, სადაც უქმროდ შვილის გაჩენა არის გმირობა. კითხვები, ვისია ბავშვი, სამეზობლოში ჩამომსხდარი ქალების ვიზუალური რენდგენი, ვის უნდა გავდეს ცხვირი, თვალი, ურთულესი გზაა, მაგრამ აღმოჩნდნენ ძალიან რისკიანი ქალები და რაც დრო გადის, ასეთი უფრო მეტია. მივხვდით, რომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია გადაწყვეტილების მიღება საკუთარ ცხოვრებაზე და “სამეზობლო” ამაზე გავლენას ვერ მოახდენს.

21-ე საუკუნემ, განვითარებულმა მედიცინამ, ყველას მისცა შვილის ყოლის შანსი. საქართველოში ასეთი გზით შვილის ყოლის მსურველებს ურთულესი გზა გაატარეს. ისიც კი უთხრეს რომ შვილებს არ მოუნათლავდნენ მაგრამ დედობის სურვილი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, საპატრიარქომაც კი გადახედა გადაწყვეტილებას.

ახლა, თეა წულუკიანი ამბობს, რომ ისევ სამეზობლომ უნდა გადაწყვიტოს ვის, რამდენი შვილი ეყოლება და რაც მთავარია როდის და ვისგან. ქალბატონი თეას ინიციატივით, ქალს ჩამოერთვა უფლება უქმროდ შვილის გაჩენის.

თვალებზე რომ შავ ლენტს გაფარებენ და ხელებს გაურკვეველ ადგილას ყოფ იმას გავს ეს ამბავი. სხვანაირად გამორიცხულია მთავრობა ასეთ საკითხებში ერეოდეს.

დედობის უფლება ყველას აქვს. მათ შორის ქორწინების გარეშეც და არცერთ ხელისუფალს არ აქვს უფლება, ქალი უშვილოდ დატოვოს". - ასე ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას ნანუკა ჟორჟოლიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100