ობამა სამუშაო ადგილების შექმნისთვის 300 მილიარდს გამოყოფს
ხუთშაბათს, ამერიკის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა 2012 წლისთვის, ძველი სამუშაო ადგილების შენარჩუნებისა და ახალი ადგილების შექმნის პროგრამას გამოცხადებს. თეთრი სახლის ხელმძღვანელის ეს გეგმა ბიუჯეტს 300 მილიარდი დოლარი დაუჯდება. ამის შესახებ ტელეარხი „სი ენ ენი“ იუწყება.
პროგრამის მიხედვით, დასაქმებულებს შემცირებული გადასახადების გადახდა, ხოლო უმუშევრებს კომპენსაციებით უზრუნველყოფა 1 წლის ვადით გაუხანგრძლივდებათ, რასაც უკვე 170 მილიარდი დოლარი სჭირდება.
გარდა ამისა, დოკუმენტში საგადასახადო შეღავათები გათვალისწინებულია იმ ბიზნესმენებზეც, რომლებიც მუშახელს ქირაობენ.დოკუმენტი ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია და შესაძლოა, მასში ცვლილებებიც შევიდეს.ობამას ეს ინიციატივა მისი რეიტინგის ამაღლებას ემსახურება, რადგან ამერიკის პრეზიდენტის ეკონომიკურმა პოლიტიკამ, კრიზისთან და მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებულმა გადაუჭრელმა პრობლემებმა მის ამომრჩევლებს უკვე უამრავი კითხვა გაუჩინა - აცხადებენ ექსპერტები.
კომენტარი