სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხაშურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამაკაცი მოკლეს, კიდევ ორი პირი კი დაჭრეს

ხაშურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით მამაკაცი მოკლეს, ორი ადამიანი კი დაჭრილია. სისხლიანი გარჩევა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილ რძალთან სახლში, თანმხლებ პირებთან ერთად სავარაუდოდ შურისძიების მიზნით მივიდა, სადაც მას ყოფილი რძლის ქმარი და მისი ძმა დახვდნენ. მხარეებს შორის თავდაპირველად სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100