რუსები აფხაზებს ტრეფიკინგში ადანაშაულებენ, აფხაზები კი რუსებს ლოთობაზე მიანიშნებენ
აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მონური შრომის გამოყენების გამო აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამინისტროსა და რუსეთის შსს-ს შორის სკანდალური დაპირისპირება ახალ ფაზაში შედის. არ არის გამორიცხული, რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც თავს დაზარალებულებად თვლიან, სასამართლოს მიმართონ. მათი რიცხვი ცოტა არ არის - ორმოცს აჭარბებს. უკვე აღძრულია ერთი სს საქმე და სწორედ ამ საქმეში ჩართული ერთ-ერთი დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე გამოქვეყნდა რუსეთის შსს-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადება, სადაც დაგმობილია მონური შრომის გამოყენების ფაქტი. ამ განცხადებამ „ოფიციალური“ სოხუმი აღაშფოთა, თუმცა რუსების განცხადებას პასუხი მხოლოდ უშიშროების სამინისტრომ გასცა და, რა თქმა უნდა, მონური შრომის და რუსეთის მოქალაქეებზე ფიზიკური ზეწოლის ფაქტი კატეგორიულად უარყო. რაც მთავარია, დაპირისპირებამ კულუარებიდან ავანსცენაზე გადაინაცვლა, თუმცა დაწყებული სკანდალი ჯერ არ გასცილებია დიპლომატიური მიმოწერის ჩარჩოებს.
ფდგდფგდფგდგდფ
ფდგდფგდფგდგდფ
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთ-ერთმა მუშამ, კრასნოდარის მხარეში მცხოვრებმა დენის მონეტოვმა მშენებლობის ადგილიდან გაქცევა და რუსეთის „საკონსულოში“ მისვლა შეძლო. მისი ჩვენების საფუძველზე სამართალდამცავები რამდენიმე დეტალის გარკვევას შეძლებდნენ: სად არის მშენებლობის ადგილი, სადაც რუსების შრომას მონურად იყენებენ; კიდევ რამდენი ადამიანია ამ მხრივ დაზარალებული; ვინ არიან და რა სქემით მოქმედებენ ისინი, ვინც რუსეთის მოქალაქეებს ანაზღაურების გარეშე ამუშავებენ და ფიზიკურადაც ძალადობენ მათზე.
ფდგდფგდფგდგდფ
რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, მათ აღკვეთეს საერთაშორისო ორგანიზებული დამნაშავეების ჯგუფის საქმიანობა. ჯგუფს საშუალო ასაკის მამაკაცები მოტყუებით აფხაზეთში გადაჰყავდა, შემდეგ ჰყიდდა, ართმევდა დოკუმენტებს და ანაზღაურების გარეშე მუშაობას აიძულებდა. დამნაშავეებს, მონეტოვის ჩვენების საფუძველზე, რუსეთის შსს-ს სამხრეთ ფედერალური ოლქის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მიაკვლიეს. ჯგუფი როსტოვის ოლქის ქალაქ შახტის რამდენიმე მცხოვრებისგან და ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეებისგან შედგებოდა. მისი ხელმძღვანელი შახტის მცხოვრები, მიხეილ იასინსკი იყო. გამოძიების ვერსიით, სწორედ ის აქვეყნებდა გაზეთში განცხადებებს და საშუალო ასაკის მამაკაცებს აფხაზეთსა და კრასნოდარის მხარეში მშენებლობებზე დასაქმებასა და მაღალ ანაზღაურებას ჰპირდებოდა. ამის შემდეგ ისინი, ვინც განცხადებას გამოეხმაურებოდნენ, აფხაზეთში გადაჰყავდათ, სადაც ვითომ დამსაქმებლებს გადასცემდნენ. კონტრაქტის დადების საბაბით, მათ პასპორტებს, ფულს და მობილურებსაც კი ართმევდნენ.

„ამის შემდეგ მათ ეუბნებოდნენ, რომ, უბრალოდ, გაყიდეს და უფასოდ უნდა ემუშავათ. შემდეგ კი, რამდენიმე თვის განმავლობაში დამნაშავეები მუშების მონურ შრომას იყენებდნენ და საკვებსაც მცირე ულუფით აძლევდნენ“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ფდგდფგდფგდგდფ
ფდგდფგდფგდგდფ
რუსეთის შსს-ს ცნობით, უკვე დადგენილია 15 დაზარალებულის ვინაობა და დაკავებულია ერთი დამნაშავე, ხოლო ორი მუშა უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებულია. ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ დამნაშავე აფხაზეთის უშიშროების სამინისტრომ დააკავა და რომ რუსეთის შსს და აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურები ამ კუთხით აქტიურად თანამშრომლობენ. დაკავებული ამ დრომდე სოხუმის იზოლატორშია და მისი ექსტრადირების საკითხის გადაწყვეტა მიმდინარეობს.
ფდგდფგდფგდგდფ
ფდგდფგდფგდგდფ
სრულიად საპირისპირო განცხადებას ავრცელებს აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამინისტრო, რომლის ოფიციალური პოზიცია „აფსნი პრესის“ მეშვეობით გახდა ცნობილი. უშიშროება კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების მონური შრომის გამოყენების შესახებ და განმარტავს, რომ გაგრაში არსებულ ერთ-ერთ საამქროში რუსეთის ოთხი და ყირგიზეთის რამდენიმე მოქალაქე იყო დასაქმებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ნებაყოფლობით მუშაობდნენ, იღებდნენ ხელფასს, ჰქონდათ თავისუფალი გადაადგილების უფლება და მათზე არანაირი ფიზიკური ძალადობა არ ხორციელდებოდა.
ფდგდფგდფგდგდფ
აფხაზური მხარე ასევე ირწმუნება, რომ დენის მონეტოვი, ვისი ჩვენების საფუძველზეც რუსმა სამართალდამცავებმა სს საქმე აღძრეს, ხშირად სვამდა, სამუშაოს ვერ ასრულებდა და ამის გამო დამსაქმებლებთან კონფლიქტი ჰქონდა. თუ კარგად დავუკვირდებით, სკანდალთან ერთად, საკმაოდ კომიკური სურათი იკვეთება: რუსები აფხაზებს თავიანთი მოქალაქეების ტრეფიკინგში ადანაშაულებენ, აფხაზები კი დიპლომატიურად მიანიშნებენ რუსების "ეროვნულ ნაკლზე" – ალკოჰოლისადმი მიდრეკილებაზე. აფხაზეთის უშიშროების სამინისტროს განცხადებას დიპლომატიური საბურველი რომ შემოვაცალოთ, ასე წაიკითხება: ჩვენ რას გვემართლებით, თქვენს ლოთ მოქალაქეებს თვითონ მიხედეთ, არაყს რომ დაინახავენ, სამუშაო ფეხებზე ჰკიდიათ, უთავბოლოდ დაბორიალობენ და დამსაქმებელი გაათავისუფლებდა, აბა, რას იზამდაო...
ფდგდფგდფგდგდფ
აფხაზური "უშიშროების სამინისტრო" ასევე უარყოფს რუსეთის შსს-ს განცხადებას იმის თაობაზე, რომ აფხაზმა "კაგებეშნიკებმა" ორი უკანონოდ დაკავებული მუშის გათავისუფლება და ერთი დამნაშავის დაკავება მოახერხეს. განცხადებაში ამასთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ რუსეთის ორი მოქალაქე, მას შემდეგ, რაც ხელფასები მიიღეს, რუსეთის შსს-ს თანამშრომელთა თხოვნით სამშობლოში გაემგზავრა, ხოლო მოქალაქე როდიონოვი მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ მას რუსული მხარე ეძებდა.

ქართველი ექსპერტების ის ნაწილი, რომლებიც თვალს ადევნებდნენ ამ სკანდალს, მიიჩნევენ, რომ რუსეთი განგებ ამუქებს სურათს, რათა ამ ფორმით აფხაზეთზე ზეწოლა გააძლიეროს. მათი თქმით, ამ ფორმით რუსეთი შურისძიებას აპირებს იმის გამო, რომ აფხაზები არ უბრუნებენ რუსეთის მოქალაქეებს იმ ქონებას, რომლებიც შეიძინეს და იურიდიულად არ უფორმებენ. ამას გარდა, აფხაზეთში უარს ამბობენ ისეთი კანონის მიღებაზე, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში ქონების შესყიდვის უფლება ექნება ყველას და არა მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს.

როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხია "დრონი.ჯი"-სთან საუბრისას აღნიშნავს, მსგავსი ფაქტები მიმართულია აფხაზთა ასიმილაციისაკენ, თუმცა არცერთი დე ფაქტო რეჟიმი ამ მცდელობას არ დაუშვებს.
ფდგდფგდფგდგდფ
"ურთიერთობა საკმაოდ გართულებულია. რუსები ცდილობენ ამ ტერიტორიაზე აფხაზთა ასიმილაციას, თუმცა ამას არცერთი დე ფაქტო რეჟიმი არ დაუშვებს.
"ურთიერთობა საკმაოდ გართულებულია. რუსები ცდილობენ ამ ტერიტორიაზე აფხაზთა ასიმილაციას, თუმცა ამას არცერთი დე ფაქტო რეჟიმი არ დაუშვებს.
ფდგდფგდფგდგდფ
გარდა ამისა, იქ პრობლემებია ქონების შესყიდვისა და დაკანონების საკითხში. აფხაზეთში უარს ამბობენ იმ კანონის მიღებაზე, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში ქონების შესყიდვისა და კუთვნილებაში მიღების უფლება ექნება ყველას", – აღნიშნავს მალაშხია.

სკანდალი რუსეთის შსს-სა და აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამინისტროს შორის, შესაძლოა, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ უფრო მძაფრი ფორმით გაგრძელდეს. არც ისაა გამორიცხული, საქმეში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაერიოს და ამ უწყებამაც ოფიციალური განცხადება გაავრცელოს, თუმცა ფაქტია, რომ ასეთი ოფიციალური განცხადებები რუსეთის, როგორც აფხაზეთის დამოუკიდებლობის ამღიარებლის საერთაშორისო იმიჯს უფრო აყენებს ჩრდილს, ვიდრე საკუთრივ აფხაზეთს, რომელიც ისედაც საშიშ და დახურულ ზონადაა მიჩნეული.
დფდსფდსგფდსგფდგ
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (გამოდის ორშაბათობით)
კომენტარი