სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინი ბადურაშვილის შვილი დღეს მოინათლა

ნინი ბადურაშვილის ქალიშვილი ელენე დღეს, მარიამობის დღესასწაულზე მოინათლა.

ქორწინებისა და განქორწინების შემდეგ საზოგადოებაში ატეხილი ხმაურის გამო ნინი ბადურაშვილი ახალშობილს საგულდაგულოდ მალავს და მისი ფოტოები ცნობისმოყვარე ქართველებს ჯერ არ უნახავთ. ნინი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ასაიდუმლოებს თბილისელი ჭორიკნებისგან, თუმცა დღეს ბადურაშვილის უმცროსმა დამ, ანასტასია თუფურიძემ სოციალურ ქსელში განათავსა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნინის მეგობარ ბახვა ბრეგაძესთან ერთად გადაღებული ფოტო წარწერით „ჩემი გოგო დღეს მოინათლა“ რის შემდეგაც პატარა ელენეს ნათლობის ამბავი საიდუმლოს უკვე აღარ წარმოადგენს.

ნინი ბადურაშვილისა და ირაკლი კუტალაძის ქალიშვილი 19 ივლისს დაიბადა. პირველ შვილს ბადურაშვილმა, ელენე გარდაცვლილი მეგობრის ელენე შენგელაიას პატივსაცემად დაარქვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100