სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"დღეს, ეს კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს - არ წახვიდეთ სასაფლაოზე" - რუსუდან შარაძე ამირან გამყრელიძეზე

ამირან გამყრელიძეს ვუსმინე. ჩვენ საერთო სასაფლაო გვაქვს, მისი ვაჟი და ჩემი ოჯახი წმინდა პანტელეიმონის ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი, - ამის შესახებ გურამ შარაძის შვილმა, რუსუდანმა, თავის facebook-ის გვერდზე დაწერა და დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ბრიფინგს გამოეხმაურა.

„ბატონი ამირანიც, მაგრამ, განსაკუთრებით, მისი მეუღლე სულ იქ არის. აღარ მაქვს ლაპარაკი წირვა-ლოცვაზე დასწრებაზე, ქალბატონი მარინა ყველა გაჭირვებულის იმედია. უამრავი ადამიანი დამეთანხმება, რომ ეს არის ღირსეული, ცხოვრების წესით ქრისტიანი წყვილი. მე კიდევ ისე არ ვიცნობ, როგორც მათ ჩემი მშობლები იცნობდნენ, უყვარდათ და პატივს სცემდნენ. დღეს, ეს კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს - არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ წახვიდეთ სასაფლაოზე, რათა გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ერთმანეთი!

არავინ გაბედოს ზედმეტის თქმა ამირან გამყრელიძეზე“, - წერს რუსუდან შარაძე.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მოსახლოებას მოუწოდა, ლიტურგიასა და სასაფლაოზე წასვლისგან თავი შეიკავონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100