აი, რას წერს ნინი ნებიერიძე, სავარაუდოდ, ახალი მომწამვლელი ნივთიერებით გარდაცვლილ ლევან კალანდაძეზე
"ეს უსაყვარლესი ადამიანი" - აი, რას წერს მოდელი ნინი ნებიერიძე სავარაუდოდ, ახალი მომწამვლელი ნივთიერებით გარდაცვლილ ლევან კალანდაძეზე. ნინი ლევანის ფოტოსაც აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ 5 მაისს, "თეთრი ხმაურის მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. მათი ცნობით, ახალგაზრდები საკუთარ სახლში, ძილში გარდაიცვალნენ. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ახალი ნარკოტიკული ნივთიერებაა, რომლებიც განგებ არის დაბიძნურებული უცნობი ნივთიერებით.
გარდაცვლილები არიან 38 წლის კახა კიკნაძე და 39 წლის ლევან კალანდაძე.
ლევან კალანდაძე კულტურის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურს ხელმძღვანელობდა.
კომენტარი