2015 წლის 13 დეკემბერს მოხდა „აბრეშუმის რკინიგზის“ გახსნა.
ჩინეთის პორტ ლიანუნგიანის ტერმინალიდან, 29 ნოემბერს გამოსული ელექტრო ტექნიკით დატვირთული პირველი მატარებელი (რომელშიც 21 კონტეინერი შედის), საქართველოში შემოვიდა. საბოლოო დანიშნულების წერტილს კი სამი დღის ვადაში მიაღწევს. ტვირთის გადაზიდვა პროექტ "ნომადექსპრესის" ფარგლებში ხორცილედება.
ჩინეთიდან - მატარებელმა გამოიარა შემდეგი ქვეყნები: ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, დღეს კი საქართველოს გავლით ჩავა თურქეთში. ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი და რეალურად განხორციელებული „აბრეშუმის გზის“ პროექტი. სამომავლოდ ტრანზიტული მატარებელი უმოკლეს დროში დააკავშირებს აზია - ევროპას. ჩინეთის უკუდურეს აღმოსავლეთ ნაწილიდან, პორტ ლინუნგანიდან წამოსული ტვირთი სტამბოლში მაქსიმუმ 14-15 დღეში ჩავა, ეს შესანიშნავი შედეგიაიმ პირობებში, როცა იგივე დანიშნულების მისაღწევად, საზღვაო ხაზის გემს 40-45 დღესჭირდება.
2013 წელს საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების ინიციატივით დაფუძნდა სატარიფო კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსკასპიური დერეფნის კონკურენტიუნარიანობის გაზრდას.
მოგვიანებით კომიტეტის ბაზაზე შექმნილ ახალ ლოგისტიკურ პროექტს - „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტი“ შეუერთდნენ აქტაუს, ბაქოს და ბათუმის პორტები. აღნიშნული გაერთიანების ფარგლებში არაერთხელ იქნა ინიცირებული და დამტკიცებული გამოჭოლი ტარიფები სხვადასხვა ტვირთზე, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა და გაამარტივა ტრანსპორტირება ჩვენს დერეფანში.
2015 წელს მონაწილეთა ინიციატივით დაფუძნდა კონსორციუმი, სადაც გაერთიანდნენ: ჩინეთიდან- გადამზიდავი კომპანია Mishgeng Logistics, ყაზახეთიდან - КТЖ экспресс, აზერბაიჯანიდან- კასპიის ზღვის სანაოსნო კომპანია კასპარი და ფორვარდერი Караван логистикс, საქართველოდან- ტრანსკავკასუს ტერმინალსი. თურქეთი კონსორციუმში, როგორც ასოცირებული წევრი ისეა წარმოდგენილი. შედეგად შეიქმნა ახალი ინტერმოდალური ალტერნატივა, რომელიც კონკუენციას გაუწევს დღემდე არსებულ მარშუტებს.
წლის ბოლომდე კიდევ ერთი ტრანზიტული მატარებლის მიღება მოხდება, ხოლო 2016 წლიდან აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება დამატებით რამოდენიმე ათასი კონტეინერის გადაზიდვა დერეფანში.პროექტის ფარგლებში ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი ერთიორად იზრდება. სამომავლოდ იგეგმება თვეში საშუალოდ ორი ბლოკ მატარებლის გაშვება.
კომენტარი