"ძალიან ბევრი მლანძღა, ყველგან მლანძღა და დღემდე არ ჩერდება" - რატომ აღარ მეგობრობენ ნინო კუზანოვა და ია ფარულავა?
ნინო ნადირაძე-კუზანოვასა და ია ფარულავას 12 წლიანი მეგობრობა აკავშირებთ. ქალბატონები სხავდასხვა წვეულებებსა თუ გადაცემებში ხშირად ჩნდებოდნენ ერთად და ხაზს უსვამდნენ მათ მეგობრობას. თუმცა მათ შორის გაუგებრობა მოხდა. ამის შესახებ კუზანოვების რძალმა "სხვა რაკურსში" ისაუბრა და დეტალებიც მოყვა.
"ძალიან ბევრი მლანძღა, ისე რომ არ დაისვენა, ყველგან მლანძღა. არ გაჩერდა და დღემდე არ ჩერდება. შეიძლება არც არის საჭირო ამ მეგობრობის გაგრძელება. იმიტომ რომ, როდესაც ასეთი შეურაცხყოფები მოდის, გინდა რომ ის ტკბილი რაც გქონდა შეინარჩუნო და მეორედ აღარასდროს განმეორდეს. როდესაც ერთხელ რაღაც ცუდი მოხდება, დიდი ალბათობაა რომ განმეორდეს. ის სითბო რაც მქონდა 12 წელი, მინდა რომ ასევე დავაკონსერვო და ასევე მქონდეს. არ მინდა საქმის გარჩევები", - განაცხადა ნადირაძემ.
როგორც აღმოჩნდა, კამათი ნინოს სტატუსმა გამოიწვია, რომელზეც ია ფარულავამ დატოვა კომენტარი. მსახიობის რეპლიკა არ მოეწონა ნადირაძის დას და ნინოს მაგივრად უპასუხა. იასა და ნათია ნადირაძეს შორის შეკამათება მოხდა.
"სად იყო გვარამია იმედის და სხვა ტელევიზიების დარბევის დროს? არაფერი პირადული, უბრალოდ მაინტერესებს. არ გახდა უცებ ქალიშვილი?" - დაწერა ნინო კუზანოვამ.
ია ფარულავა: "ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის რომ აქციაზე მოდის თავად თარგამაძე, რომელსაც ეთერი გაუთიშეს და დაურბიეს ტელევიზია და ის იცავს რუსთავის ორის პოზიციას, თქვენ რა დაგემართათ არ მესმის უფრო გლობალურად შეხედეთ თემას".
ია ფარულავა ნინოს დას: "ჰა გამოხტი როგორც იქნა რადგანაც ნინო სდუმს ....შენ არავინ გთხოვს რუსთავი 2 დაცვას ფბ დიდი პლიუსი ის არის რომ აქ შეგვიძლია ვიკამათოთ და განვიხილოთ ნებისმიერი თემა ისე რომ არ გავხდეთ დაუძინებელი მტრები ერთმანეთის ....ნინოს არ ჭირდება შენი დაცვა დაო ის ყოველთვის ღიად და გახსნილად საუბრობობს თავის მანკიერ თუ დადებით მხარეებზე თანაც იუმორით ასე რომ ვინც შოუ ბიზნესში არ ხართ გაგვატარეთ".
კუზანოვას და: "შენი ყველა პასუხი მტრობით არის გაჟღენთილი". ია: "მართალი ხარ შენ არასოდეს მევასებოდი".
კომენტარი