სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პუტინმა 2008 წლის ომის ნამდვილი მიზანი გაამჟღავნა

ვლადიმერ პუტინმა საქართველოზე 2008 წელს თავდასხმის ჭეშმარიტი მიზნები გაამჟღავნა. ასეთ კომენტარს უკეთებენ მის გამონათქვამს ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების თაობაზე ოფიციალური პირები თბილისში. პუტინს კი ეს "საკმაოდ რეალურად მიაჩნია". ამავე დროს ის აღნიშნავს, რომ "მომავალი თვით ოს ხალხზე იქნება დამოკიდებული" - მხედველობაში ჰყავს რა ოკუპირებულ "სამხრეთ ოსეთში" ქართველების ეთნოწმენდის შემდეგ დარჩენილი 20 ათასამდე ადამიანი და რუსული ომისშემდგომდროინდელი "აღმშენებლობის" ყველა "სიკეთე".

ეს განცხადება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა კრემლისადმი ერთგული ახალგაზრდობის თავყრილობაზე "Селигер-2011" - ზე გააკეთა. ამავე დროს ვლადიმერ პუტინმა მოსკოვ-ცხინვალური პოლიტიკური "ისტორიის" ყოველმხრივ აბსურდული ვერსია მიმოიხილა ახსენა რა დიდი კავკასიონის ქედის სამხრეთ ფერდობებზე განთავსებული არასოდეს არ არსებული "ერთიანი ოსეთი".

რუსეთის ეროვნულ ლიდერს ასევე ჰკითხეს რუსეთის ფედერაციასთან ბელორუსის შესაძლო შეერთების თაობაზე. პუტინმა უპასუხა, რომ "ეს შესაძლებელია" და თანაც "ძალიან სასურველი", თუმცა მაინც ბელარუსი ხალხის ნებაც ახსენა.

სხვათა შორის, სახელმწიფო სათათბიროში უკვე კარნახობენ, როგორ გააფორმონ საქართველოს ტერიტორიების ანექსია. "სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხის განხილვა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ რაც ოსი ხალხი ამასთან დაკავშირებით რეფერენდუმის გზით თავის აზრს გამოხატავს", - განაცხადა სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეი კლიმოვმა. ამავე დროს მან დასძინა, რომ ახალი მოკავშირე რესპუბლიკების შექმნა რუსეთისათვის "აქტუალური თემა არაა".

ამდენად, კლიმოვმა პასუხი გასცა ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის თავკაცის ამასწინანდელ ინიციატივას, და რამდენიმე წლის მიჩუმათების შემდეგ პირველმა მოახდინა ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედრაციასთან მიერთების თემის რეანიმირება "სამოკავშირეო რესპუბლიკის" შექმნის სახით – როგორც მას საბჭოთა კავშირზე ნოსტალგიით შეპყრობილნი უწოდებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100