ნინა წკრიალაშვილის ყოფილი ქმარი გადრაიცვალა
მომღერალ ნინა წკრიალაშვილის ყოფილი ქმარი თენგო წივწივაძე გარდაიცვალა. შსს-ს თანამშრომლის სიცოცხლე ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.მიხედავად იმისა, რომ ნინა და თენგო რამდნიმე თვის წინ დაშორდნენ, მომღერალი ყოფილი ქმრის გარდაცვალებას ძალიან განიცდის.
თენგო წივწივაძის გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში ნინამ ფეისბუქზე ყოფილ ქმართან ერთად გადაღებული ფოტოები ატვირთა. „ყველაზე ცუდად ვარ სამყაროში“-წერს მომღერალი ფოტოს კომენტარებში.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შსს-მაც. როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, 27 მარტს, გამთენიისას, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 35-ე კმ-ზე, შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონის სამმართველოს უფროსი ნუგზარ ლომიძე და მისი მოადგილე თენგიზ წივწივაძე სოფელ წეროვანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ.
"თანმხვედრი მიმართულებით მოძრავი "მერსედესი"-სა და "ტოიოტა ლენდკრუიზერი"-ს მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეეჯახა, რა დროსაც "ტოიოტა ლენდკრუიზერი", რომლითაც პოლიციელები მოძრაობდნენ, გზის უკიდურეს მარჯვენა ზოლში გადავიდა და ბეტონის გზისგამყოფს რამდენჯერმე დაეჯახა. შეჯახების მიზეზების დასადგენად, ავტოტექნიკური, ავტოტრასოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა დაინიშნა", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
შსს მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულების ოჯახებს.
კომენტარი