„ენკა“ - მივესალმებით პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს - მნიშვნელოვანია, რომ რიონის ხეობაში არ იყოს დაძაბულობის კერები
მივესალმებით
პროცესის დეესკალაციისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. მნიშვნელოვანია, რომ რიონის
ხეობაში, ადგილზე, არ იყოს დაძაბულობის კერები და მოვლენები წარიმართოს მშვიდ ვითარებაში,
- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენკაში“ განუცხადეს.
კომპანიაში
იმედს გამოთქვამენ, რომ აქტივისტები აიღებენ პასუხისმგებლობას, პროტესტის მშვიდობიანად
და კანონის ფარგლებში წარმართვაზე და არ შეზღუდავენ ხეობაში თავისუფლად გადაადგილების
უფლებას.
„მნიშვნელოვანია,
მათ დაიცვან კანონი, ყველა ფუნდამენტური, მათ შორის საკუთრების, უფლება“, - აცხადებენ
კომპანიაში.
ცნობისთვის,
შინაგან საქმეთა სამინისტრო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან, უსაფრთხოების
მიზნით განთავსებული რკინის ჯებირების დემონტაჟს იწყებს.
კომენტარი