როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
1-ელ ივნისს ქუთაისში იწვიმებს. დღისით +30 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +29 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღის განმავლობაში +28 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
მესტიაში +25 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში ნალექს პროგნოზირებენ. დღისით +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს.
+27 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +31 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღე იქნება გუდაურშიც, დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექია, დღის განმავლობაში +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღშიც, +31 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
კომენტარი