"მზე და მზის კოცნა" - ნესლიჰან ათაგულის და მისი ქმრის რომანტიკული კოცნა და თურქი მსახიობის დღევანდელი დილის ამსახველი ფოტო
საქართველოში პოპულარული თურქი მსახიობი, მშვენიერი ნესლიჰან ათაგული ქმართან ერთად გადაღებულ ძალიან რომანტიკულ ფოტოს აქვეყნებს საკუთარ ინსტაგრამზე სათაურით - "მზე და მზის კოცნა".
ქართველმა მაყურებელმა ნესლიჰანი სერიალით "შენი ზოდიაქოს ფერი" გაიცნო.
მსახიობი 8 ივლისს დაქორწინდა. ნესლიჰანის რჩეული ასევე მსახიობი კადირამ დოგულია. წყვილმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნო.
"სტამბოლის ორი მხარე" - ასე ჰქვია სერიალს, რომელშიც ნესლიჰანი და კადირამი მთავარ როლებს თამაშობენ.
კომენტარი