ამიერკავკასიაში პირველი კომპიუტერული ქარხანა საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა
ამიერკავკასიაში პირველი კომპიუტერული ქარხანა პირადად საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ეს არის 21-ე საუკუნის პროექტი. პროექტი კომპანია “ალგორითმმა” მსოფლიო გიგანტ “ინტელთან” პარტნიორობით განახორციელა.
ქარხანაში ყველა სახის კომპიუტერის წარმოება მოხდება. საქართველოში წარმოებული კომპიუტერები ექსპორტზე გავა.
ამ ქარხანაში აწყობილი ნეთბუკებს მიიღებს საჩუქრად 2010-2011 სასწავლო წელს 60 000-მდე პირველკლასელი. დღეს ქარხნის პრეზენტაციაზე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, ქარხანას აქვს რესურსი, რომ წელიწადში მილიონამდე კომპიუტერი გამოუშვას.
კომენტარი