სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა 2.39 ლარს მიაღწია

თბილისში, სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა ლართან მიმართებაში 2.39 ლარს მიაღწია. ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში დოლარის ყიდვა 2.36-2.39 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, სავალუტო ჯიხურები დოლარს 2.35_2.36 ლარის ფარგლებში იბარებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში განუცხადეს, მათი მუშაობა საკმაოდ შემცირებულია, რადგანაც მოსახლეობა ვალუტის გადაცვლისგან თავს იკავებს. მათივე თქმით, მოქალაქეები დოლარის კურსის დასტაბილურებას ელოდებიან. სავალუტო ჯიხურების ნაწილში იმასაც აცხადებენ, რომ ბაზარზე დოლარის დეფიციტი შეინიშნება.

რაც შეეხება ლარის კურსს ევროსთან მიმართებაში, სავალუტო ჯიხურებში ერთი ევროს ყიდვა 2.73-2.75 ლარად არის შესაძლებელი. რაც შეეხება გასაყიდ ფასს, ევროს 2.69 ლარად იბარებენ.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეისთვის 2,3336 ლარს, ევროსთან მიმართებაში კი 2.6342 ლარს შეადგენს. ახალი ოფიციალური კურსი დღეს დადგინდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100