The Banker-ის ჯილდო თიბისი ბანკს
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული გამომცემლობის Financial Times ფინანსურმა ჟურნალმა, The Banker, თიბისი ბანკი დაასახელა 2014 წლის საუკეთესო ბანკად საქართველოში. დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონიალი ჩატარდა ლონდონში, სადაც თიბისი ბანკი წარმოდგენილი იყო მსოფლიოს წამყვან ბანკებთან ერთად. 2014 წლის განმავლობაში თიბისი ბანკმა, „საქართველოში საუკეთესო ბანკის“ წოდება უკვე მეოთხედ მიიღო სხვადასხვა ფინანსური გამოცემებისგან.
მსოფლიოს წამყვანი ბრიტანული ჟურნალი, The Banker, ყოველწლიურად იკვლევს და ავლენს საუკეთესო ბანკებსა149 სხვადასხვა ქვეყანაში. შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენა ხდება წინა წლის მონაცემზე დაყრდნობით.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიო საბანკო სივრცეში ერთერთმა ყველაზე პრესტიჯულმა გამომცემლობამ დაგვასახელა 2014 წლის საუკეთესო ბანკად საქართველოში. ასეთი აღიარება კიდევ უფრო დიდი სტიმულია, რომ შევინარჩუნოთ ლიდერობა საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით,“- განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
კომენტარი