სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Vivus.ge-მ 2014 წლის საუკეთესო ბრენდის სახელი მოიპოვა

მომხმარებლებისთვის სიახლე არ იქნება, თუკი ვიტყვით, რომ Vivus.ge წლის საუკეთესო ქართული ბრენდის პრიზის მფლობელი გახდა. მასშტაბური ბიზნეს დაჯილდოება 24 ოქტომბერს გაიმართა, რომელიც BOC ანუ Blue Ocean Consultancy გლობალური ღონისძიებების და ტრენინგების ჯგუფის ორგანიზებით ჩატარდა. საუკეთესო კომპანიების დაჯილდოების ცერემონიალი BOC-ის მიერ ყოველწლიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის არის საქართველო, რომელიც მეორე წელია BUSINESS BRILIANCE AWARDS-ის ფორუმს მასპინძლობს.

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოსა და საქართველოში მოქმედი უცხოური კომპანიების წარმატებული და პროგრესული ლიდერები.

ამ საერთაშორისო ღონისძიების მიზანია ბიზნეს მეწარმეებსა და მომავალ ბიზნესმენებს გააცნოს ცნობილი ბრენდების წარმატების ფორმულა და გზა.

გამარჯვებული რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდა: წლის დამსაქმებელი, წლის ბიზნეს ლიდერი, ხალხის არჩევანი და ა.შ. წლის საუკეთესო ბრენდის ტიტული კი 4ფინანსის ბრენდმა Vivus.ge-მ მიიღო.

შეგახსენებთ, Vivus.ge 2013 წლის მარტიდან ფუნქციონირებს და მომხმარებლებს სწრაფ, მარტივ, კომფორტულ და სანდო მომსახურებას სთავაზობს. იგი ლიდერი კომპანიაა საქართველოს ინტერნეტ სესხების ბაზარზე და მისი მომხარებელთა 95% კმაყოფილია Vivus.ge-ს სერვისით.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა კონფერენცია, სადაც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო კლასის მარკეტინგისა და პიარის წამყვანმა სპეციალისტებმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100