სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ებრაელები ანტიქრისტეს მოსვლას ელოდებიან

რაბინი კადური: "მესია ისრაელში არიელ შარონის გარდაცვალების შემდეგ მოვა".

2014 წლის 11 იანვარს თელ-ავივის კლინიკაში "თელ-ა-შომერ"-ში გარდაიცვალა არიელ შარონი. კუბო მისი ცხედრით დაასვენეს ისრაელის პარლამენტში, სადაც დაიწყო გამომშვიდობების ცერემონია. შარონი დაკრძალეს 13 იანვარს.

2006 წლის 28 იანვარს 108 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი და ყველა ებრაელისთვის პატივსაემი რაბინი იცხაკ კადური.

თავის დროზე ისრაელის გაზეთები ბევრს წერდნენ კადურის გავლენაზე, რომელიც მან ისრაელის საზოგადოებაზე მოახდინა: მის ხილვებზე, რომლის წყალობითაც, მოშე კაცაბი 2000 წელს ისრაელის პრეზიდენტად აირჩიეს. ლაპარაკობდნენ მის კურთხევაზე, რომელიც მან ბენიამინ ნეთანიაჰუს მისცა, რომლის წყალობითაც მან ლიკუდის პარტიის არჩევნებში გაიმარჯვა.

მის დაკრძალვაში 250 ათას ადამიანზე მეტი მონაწილეობდა. გიგანტური სამგლოვიარო პროცესია იერუსალემის ქუჩებში მიდიოდა. მის დაკრძალვაზე ითქვა, რომ ღმერთს მიჰბარდა XX საუკუნის იუდაიზმის იცხაკ კადურის მესიანური ხილვები:

2003 წლის 4 ნოემბერს თავის სიკვდილამდე რამოდენიმე წლით ადრე, იომ ქიფურში, თავის სინაგოგაში ქადაგების დროს, კადურიმ თავისი მიმდევრები ნახა, და უთხრა, რომ ხილვაში მაშიაყს ესაუბრა, შეიტყო სახელიც და მომავალი მოვლენების შესახებაც.

მან ასევე განაცხადა, რომ მესია (ანტიქრისტე - რედ.) ისრაელში არიელ შარონის გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდება (არიელ შარონი 2014 წლის 11 იანვარს გარდაიცვალა - რედ.).

იცხაკ კადურის მიერ მესიის სულიერი ხილვის შესახებ გამოქვეყნდა მისი ეშივის გვერდზე (www.Kaduri.net), ასევე პორტალზე NewsFirstClass [www.News1.co.il], რომელიც სპეციალიზებულია ჟურნალისტურ გამოძიებებზე: "მრავალ კარგ ადამიანს საზოგადოებაში გაუჭირდება მაშიაყის პიროვნების გაგება. ხორცისა და სისხლისგან შემდგარი მაშიაყის ხელმძღვანელობა და წესრიგი ბევრისთვის ძნელი მისაღებია ჩვენს ხალხში. ლიდერი რომ გახდერბა, მაშიაყი არ დაიკავებს არავითარ თანამდებობას, ის ადამიანთა შორის იტრიალებს და კმოუნიკაციისთვის მასობრივ საინფრომაციო საშუალებებს გამოიყენებს. მისი მმართველობა იქნება სუფთა ყოველგვარი პირადი ან პოლიტიკური სურვილების გარეშე. მთელი მისი ბატონობის პერიოდში გამეფდება მხოლოდ სიმართლე და ჭეშმარიტება. დაუჯერებენ თუ არა ყველანი ამ მაშიაყს? ცხადია არა, თვიდან ზოგიერთი ჩვენგანი დაუჯერებს მას, სხვები კი არა. არარელიგიური ადამიანებისთვის ადვილი იქნება მაშიაყისადმი მიდევნება, ვიდრე ორთოდოქსებისადმი. მაშიაყის გამოცხადება ორ სტადიად ჩაივლის: ჯერ ის აქტიურად დაამყარებს თავისი პოზიციას როგორც მაშიაყი, და თავს არც კი უწოდებს მაშიაყს. შემდეგ კი თავს გაუცხადებს ზოგიერთ იუდეველს, თუმცა არა არის სავალდებულო ეს იუდეველები თორის ზედმიწევნით მცოდნენი იყონ. შესაძლოა მან უბრალო ადამიანები აირჩიოს. მხოლოდ ამის შემდეგ გაეხსნება ის მთელს ერს. ადამიანებს გაუკვირდებათ და იტყვიან: "რა? ეს არის მაშიაყი?" მრავალმა ადამიანმა იცის მისი სახელი, მაგრამ არ სჯერათ, რომ ის - მაშიაყია".

თავის სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე იცხაკ კადურიმ ჩაიწერა მისთვის გამოცხადებული მესიის სახელი და ანდერძი დატოვა ეს ჩანაწერი მხოლოდ მისი სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ გაეხსნათ. 2007 წლის 28 იანვარს წერილი გახსნეს, მასში ეწერა: "აამაღლებს ხალხს და დაამტკიცებს, რომ მისი თორა და მისი რწმენა საუკუნითგან არიან". მე ხელი მოვაწერე ამას მოწყალების თვეში, იცხაკ კადური.

"მამა მესიას ხილვაში შეხვდა და გვეუბნებოდა, რომ ის მალე მოვა", - აცხადებდა დავით კადური. იცხაკ კადურის შვილიშვილი იოსებ კადური ადასტურებს, რომ თავისი სიცოცხლის ბოლო დღეებში იცხაკი მუდმივად ლაპარაკობდა მესიის მოსვლისა და კაცობრიობის ხსნის შესახებ.

ისრაელის მთელი პრესიდან, რომელიც ასე აქტიურად აღწერდა იცხაკ კადურის დაკრძალვას, მის "მესიანურ წერილზე" მხოლოდ ერთმა მნიშვნელოვანმა ებრაულმა გაზეთმა "მა'არივმა" (www.NRG.co.il) დაწერა, რომლის ტირაჟი მეორეა "იედი ოთ ახაარონოთ"-ის შემდეგ, თუმცა წერილის შინაარსი ეჭვ ქვეშ დააყენა. ამის პარალელურად "მესიანურ ჩანაწერს" ახსენებდა ისრაელის რამოდენიმე საიტი: საინფორმაციო საიტი IsraelToday, ეშივა კადურის ოფიციალური საიტი (2011 წლის მარტში) და ახალი ამბების პორტალი NewsFirstClass

3rm.info-ს რედაქციისგან: მსოფლიოში პატივდებულმა ებრაელმა რაბინმა კადურიმ, სიკვდილის წინ, მომავალ მესიას, იგივე ანტიქრისტეს "იესუ" უწოდა. ებრაელები ამ ფაქტმა გააოგნა, მაგრამ სინამდვილეში ამაში გასაკვირი არაფერია.

ცნობილი მხცოვანი პაისი ათონელი ამბობს: "სიონისტები უკვე ამზადებენ თავიანთ მესიას. მათთვის მესია იქნება მეფე, ანუ აქ, დედამიწაზე იმეფებს. იეღოველები მოელიან მიწიერ მეფეს. სიონისტები თავიანთ მეფეს წარადგენენ, იეღოველები კი მას მიიღებენ. ყველა მათგანი აღიარებს მას მეფედ და იტყვიან: "დიახ, ეს ის არის". მოხდება დიდი არეულობა, რომელშიც ყველა იმიგვარ მეფეს მოითხოვს, განსაცდელისგან რომ იხსნის მათ. მაშინ წამოაყენებენ ადამიანის კანდიდატურას, რომელიც იტყვის: " მე ვარ იმამი, მე ვარ მეხუთე ბუდა, მე ვარ ქრისტე, რომელსაც ქრისტეანები ელიან, მე ვარ ის, ვისაც იეღოველები ელიან, მე - ებრაელთა მესია ვარ". მას ხუთი "მე" ექნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100