სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზვიად კუპრავა: ჩვენ ვიდგებით აქ მანამ, სანამ არ ჩამოვშლით სისტემას ბოლომდე

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა.

მისი თქმით, პრემიერს გავლენა აღარ აქვს ქვეყანაში და კუპრავას თქმით, ის უნდა გადადგეს.

ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ ისინი აქციებს მანამ გააგრძელებენ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება.

„ჩვენ ვიდგებით აქ მანამ, სანამ არ ჩამოვშლით სისტემას ბოლომდე და ამ ადამიანებს, ვინც ვერ უზრუნველყოფს ამ ქვეყნის სამართლიან ცხოვრებას, ვინც ვერ უზრუნველყოფს ადამიანების კეთილდღეობას, ეს ადამიანები უნდა წავიდნენ ამ ქვეყნიდან. უნდა წავიდნენ პოლიტიკური ცხოვრებიდან,“ - განაცხადა კუპრავამ.

ზვიად კუპრავას თქმით, ქვეყანაში უსაფრთხო გარემო არ არის.

პარლამენტის წინ აქცია ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერის აქცია 16:00 საათზე დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100