"მე ვითხოვდი ექიმს უშედეგოდ, მე ვითხოვდი ზარს მშობლებთან უშედეგოდ და ვითხოვდი ადვოკატს უშედეგოდ" - პროგრამისტი ლუკა ფეიქრიშვილი აქციიდან სამართალდამცველებმა ე.წ "კაპეზეზე"
პროგრამისტი ლუკა ფეიქრიშვილი გუშინდელი აქციიდან სამართალდამცავებმა ე.წ. "კაპეზეზე" გადაიყვანეს, სადაც 24 საათი გაატარა. მას არ მიეცა უფლება ზარი განეხორციელებინა მშობლებთან ან ადვოკატთან. ლუკა სულ ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. მან სოციალურ ქსელში სტატუსი დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"გამარჯობა, ამ წამს შემოვედი სახლში,
მთელი ღამე გავატარე ე.წ კაპეზეზე,
აქციიდან სრულიად უმიზეზოდ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა სავარაუდოდ კრიმინალურმა პოლიციამ,
გადამათრია ე.წ რკინის ბარიკეტების მეორე მხარეს,
სადაც მაყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ჩანს სურათებზეც,
ამის მერე საპატრულო ეკიპაჟმა გადამიყვანა აეროპორტის გზაზე რომ შუშებიანი შ.ს.ს შენობაა, მაგ შენობის ეზოში,
სადაც კვლავ გამისწორდნენ სიტყვიერად და ფიზიკურად,
ამის შემდეგ გადამიყვანეს ე.წ კაპეზეზე, მერე იქიდან სააავადმყოფოში და მერე ისევ კაპეზეზე,
შემდეგ, შუადღეს სასამართლოში, რომელიც გადაიდო 17 ში 3 საათზე...
საკანში ერთად ვიყავით მე, ბესო გაზდელიანი და ლაშა ცუცქირიძე...
საპატრულო პოლიცია მედავება, რომ თითქოს მე ვილანძღებოდი უმისამართოდ და თითქოს მე გავუწიე წინააღმდეგობა პოლიციას. შეგახსენებთ ტელევიზიით გავიდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მე უხმოდ მივყვები საპატრულო პოლიციას და არ ვუწევ წინააღმდეგობას...
შ.ს.ს - ს ეზოში მე შევეცადე, უფრო სწორად იძულებული გამხადეს მიმეყენებინა თვითდაზიანება, რადგან მე ვითხოვდი ექიმს უშედეგოდ, მე ვითხოვდი ზარს მშობლებთან უშედეგოდ და ვითხოვდი ადვოკატს უშედეგოდ...
ახლა ნორმალურად ვარ, სახლში ვარ, უძილო და დიდი მადლობა ყველას ვინც დაინტერესდა ჩემი ბედით...
შაბათს ჩვენ ვიქნებით კიდევ უფრო ბევრნი!!
თუ საპატრულო პოლიცია წარმოადგენს ფაქტებს სადაც ფიქსირდება ჩემს მიმართ ბრალდებების რეალურობა, მემუქრება ან ჯარიმა ან პატიმრობა,მ აგრამ ის რაც არ ყოფილა და არ მომხდარა როგორ უნდა წარმოადგინონ საინტერესოა..." - წერს ლუკა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი