პრემია „საბას“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოება თბილისის ისტორიის მუზეუმში, „ქარვასლა“ გაიმართა.
ცერემონიაზე „საბას“ ჟიურიმ წლევანდელი გამარჯვებულები დაასახელა, 11 ნომინაციაში:
საუკეთესო რომანიალეკო შუღლაძე "გადამალვა"
წლის საუკეთესო პროზაული კრებულირუსუდან რუხაძე "ერთი თქვენგანი გამცემს"
საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკანანა ტრაპაიძე "ლიტერატურა და ლიტერატურა".
საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზალევან ბერძენიშვილი "წიგნიერების ევოლუცია".
საუკეთესო დებიუტიბექა ახალაიას "ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის".
მკითხველის რჩეული ნომინაციაში "საუკეთესო დებიუტი"ზურა აბაშიძე "როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი".
საუკეთესო ელექტრონული წიგნიანდრო ბუაჩიძეს "გაზაფხული მოდის ღამეში" და ლუკა ბაქანიძე "სად ხარ, ლაზარე..."
საუკეთესო ქართული თარგმანიხათუნა ცხადაძე უმბერტო ეკოს "ფუკოს ქანქარის" თარგმანისთვის.
ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანისიბილა შულცეს ანა კორძაია-სამადაშვილის "ვინ მოკლა ჩაიკას" გერმანულ ენაზე თარგმანისათვის.
საუკეთესო პიესალაშა თაბუკაშვილი "სადღაც, ცისარტყელას მიღმა...
საუკეთესო პოეტური კრებულივახტანგ ჯავახაძეს კრებულისთვის "ელეგია და სხვა".
და ბოლოს, ლიტერატურული პრემია ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა პოეტ ლია სტურუას.
წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 300 კონკურსანტი მონაწილეობდა, საიდანაც, სამი თვის წინ, „საბას“ ჟიურიმ 47 ფინალისტი დაასახელა. გამარჯვებულებმა პრემიის დამფუძნებელი თიბისი ბანკისგან „საბას“ პრიზი და სოლიდური ფულადი პრემიები მიიღეს.
გარდა 11 ნომინაციისა, „საუკეთესო დებიუტის“ გამოვლენაში უკვე მეორე წელია,მკითხველებიც იყვნენ ჩართულები. წლევანდელი „საბას“ მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“ გამარჯვებულ წიგნს გამომცემლობა „პალიტრა L” ბეჭდურად გამოსცემს.
წელს პრემია „საბას“ მედიაპარტნიორები არიან: პირველ არხი, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, ტელეკომპანია „არტარეა“ და პალიტრა მედია.
კომენტარი