როგორ შევარჩიოთ საცურაო კოსტუმი სხეულის სხვადასხვა ფიგურის მიხედვით
ზაფხულის ცხელი დღეების გასაგრილებლად ყველაზე საუკეთესო საშუალება ზღვაზე ან აუზზე ყოფნაა, თუმცა ქალების ძირითადი საზრუნავი ამ დროს საცურაო კოსტუმის არჩევაა, რომელშიც დიდი ზომის ფორმები ნაკლებად ჩანს.
თუ არ იცით, ამა თუ იმ ფორმებს როგორი კოსტუმი შეუსაბამოთ, ეს სტატია თქვენთვისაა.
იმ შემთხვევაში, თუ სასურველი წონა ვერ დაიბრუნეთ, თქვენი დიდი ფორმების დაფავა ზონრიან საცურაო კოსტუმს შეუძლია. საქმე იმაშია, რომ ზონრების საშუალებით ზომის გადიდება მარტივად არის შესაძლებელი და ვიზუალური კუთხით დიდი ფორმების დამალვაც შესაძლებელია.
თუ მუცლის გარშემოწერილობა გაგეზარდათ, ამისათვის მაღალწელიანი საცურაო კოსტუმი ყველაზე კარგი ვარიანტია. გარდა ამისა, ის აბსოლუტურად ჯდება 2019 წლის მოდის ტენდენციაში. უკეთესი იქნება, თუ მაღალწელიანი კოსტუმი ასევე ზონრებით იქნება გაწყობილი - ასე უკეთესად გააკონტროლებთ სასურველ ზომას.
მათთვის, ვისაც დიდი ზომის მხრები და კისერი აქვს, სასურველია საცურაო კოსტუმის სამაგრი ზონარი კისერზე იქნება გადატარებული. ასე უფრო ნაკლებად თვალში საცემი იქნება მხრებისა და კისრის ზომა.
ზედმეტი კილოგრამები სულაც არ არის პრობლემა, თუ შესაფერის სამოსს მოირგებთ. გახსოვდეთ, რომ სწორად შერჩეულ კოსტუმში ისეთივე მომხიბვლელი იქნებით, როგორც წონის მომატებამდე იყო. მთავარი არის ის, რომ თავად გრძნობდეთ კომფრტულად თავს.
კომენტარი