მსახიობი სუზან სარანდონი ტრამპის წინააღმდეგ მიმართულ საპროტესტო აქციაზე დააპატიმრეს
ჰოლივუდის მსახიობი სუზან სარანდონი დააპატიმრეს - ამის შესახებ ინფორმაცია თავად სუზანის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა. როგორც ცნობილი გახდა, სარანდონი ტრამპის ანტიმიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართულ მჯდომარე საპროტესტო აქციაში იღებდა მონაწილეობას. ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია უცნობია. მედიამ ვერ დაადგინა ჯერჯერობით, რა ბედი ელის მსახიობს, თუმცა, როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, სულ ცოტა ხანში დაწვრილებით გახდება ცნობილი საქმის დეტალები.
კომენტარი