სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ენერგიული და მიზანსწრაფული ხართ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. დღეს არ გაგიჭირდებათ რთულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღება. დაკვირვებულად მოაგვარეთ სამემკვიდრეო საკითხები.

კურო
მშვიდად და დაკვირვებულად მოაგვარეთ ვალდებულებები. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ; გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.

ტყუპი
შესაძლოა, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, შეგეცვალოთ გეგმები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ მიიღებთ კარდინალურ გადაწყვეტილებებს. მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა.

კირჩხიბი
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ ვალდებულებას, საქმეებს. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ. მეტი დრო დაუთმეთ ახლობელი ადამიანების პრობლემების მოგვარებას.

ლომი
დღის პირველ ნახევარში ნუ დანიშნავთ საქმიან და სასიყვარულო შეხვედრებს; საღამოსთვის გადაიტანეთ. მოსალოდნელია დაძაბულობა და კამათი პარტნიორებს შორის.

ქალწული
აქტიური და ენერგიული ხართ. კარგად გაანალიზეთ საქმეები და განიხილეთ იდეები. შეიძლება გააქტიურდნენ კონკურენტები.

სასწორი
სწორად დაგეგმეთ დღე. საქმეები და შეხვედრები ისე გადაანაწილეთ, რომ არ დაიღალოთ. რომანტიკული ნაცნობობა ან ფლირტი შეიძლება რომანში გადაიზარდოს.

მორიელი
მშვიდად მოაგვარეთ ყოველდღიური საქმეები. დაკვირვება გმართებთ დეტალებისადმი. მზად იყავით მოულოდნელობებისთვის. საყვარელი ადამიანისგან მზრუნველობას იგრძნობთ.

მშვილდოსანი
შეიძლება შეგეცვალოთ გეგმები, საქმეები. სიმშვიდე გმართებთ ცვლილებებისადმი. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს პირადი ურთიერთობა. შეიძლება ძველი სიტუაცია უნდა გაუშვათ, რომ ახალი დაიწყოს.

თხის რქა
ენერგიული და მიზანმიმართული ხართ. არ გაგიჭირდებათ იდეების, გეგმების რეალიზება. მოსალოდნელია რომანტიკული თავგადასავალი. კარგი დღეა საყიდლებისთვის.

მერწყული
კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად და ქორწინებისთვის. ზოგიერთი უძრავი ქონების ყიდვას გადაწყვეტს. ზოგი - ბინაში ავეჯის გადაადგილებას, რემონტის დაწყებას.

თევზები
ნუ მიიტანთ ყველაფერს გულთან ახლოს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას. ნუ გადაიტვირთებით რთული და უინტერესო საქმიანობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100