სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თუ გადამეკეტა, იმდენად ბოლომდე გავყვები, რომ ყველაზე წარმოუდგენელი ფინალიც შეიძლება წინასწარ მქონდეს საღად გააზრებულ-გადახარშული"

მაია დარსმელიძეს სახლთან თერთმეტ სართულიან კორპუსს უშენებენ. როგორც მუსიკოსი წერს, შენობა მის ეზოს გადმოყურებს, რაც დისკომფორტს უქმნის:


"ვინც ერკვევით, ძალიან გთხოვთ, იქნებ ამიხსნათ!!!
საკუთარი სახლის ფაქტიურად ეზოში (და, ფაქტიურად ორი ნაბიჯის დაშორებით) მიშენებენ თერთმეტსართულიან (!!!!) კორპუსს, რომლის ფანჯრებს ხედად ექნება ჩემი, საკუთარი სახლის ეზო. ანუ მერღვევა ყველანაირი პრივატულობა და საკუთარი სახლი, თან ძველ უბანში, სადაც მაღალსართულიანი კორპუსების ჩადგმა არ შეიძლება (!!!!!!!!) ნარმანიას ხელმოწერით კომუნალკა უნდა გამიხადონ და თუ ადრე საკუთარ ეზოში საცურაო კოსტუმით ან თუნდაც უტურუსიკოდ შემეძლო ყოფნა, ეხლა გერმეტიულად უნდა დავიხუფო და ისე ვიჯდე, რომ ყოველდღიური რეალითი შოუ არ ვიყო მინიმუმ ასი მაყურებლისთვის???? არის თუ არა ეს ჩემს პირად სივრცეში შემოჭრა????


აი ფოტო, და სადაც ცას ხედავთ - იქ ყველაფერი "შეივსება" ყოველდღიური "სეირის" მაყურებლით.

P.S.: ვერანდის ხედიც და გამოყენებაც ერთი თერთმეტსარულიანით უკვე გამისაზიზღრეს. ეხლა ეზოს ოკუპაციაც აქვთ დაგეგმილი მეორე ასეთივე კორპუსის პირველ ხაზში, ფაქტიურად ორ ნაბიჯში წამოჭიმვით ... ვის მივმართო????

P.P.S: პირველივე ზოლიდან აპირებენ ამ კორპუსის ჩადგმას (უკეთესად რომ დაინახოთ რამხელა დაშორებაზეა საუბარი - კომენტარში ვდებ მეორე ფოტოს).


ერთი მილიმეტრით არ დავთმობ პოზიციას, როდესაც მართალი ვარ, და თუ გადამეკეტა, იმდენად ბოლომდე გავყვები, რომ ყველაზე წარმოუდგენელი ფინალიც შეიძლება წინასწარ მქონდეს საღად გააზრებულ/გადახარშული.
ვინმე რამეს თუ ეგუებით ან ჭამეთ - თქვენი პრობლემაა.

ღამე გქონოდეთ რამენაირი. არაერთფეროვანი." - წერს მაია დარსმელძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100