ღარიბაშვილის შეხვედრა რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა რაგბის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტ ბერნარდ ლაპასესთან მთავრობის კანცელარიაში გაიმართა.
მხარეებმა ქართული რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაჯამეს.
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა რაგბის განვითარების ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილება და კმაყოფილებით ითქვა, რომ პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საბაზო დაფინანსება ექნება პირველი ლიგის გუნდებს.
მთავრობის კანცელარიაში გამართულ შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე დაესწრნენ.
კომენტარი