რა პრობლემები შექმნა თოვლმა საქართველოს მაგისტრალებზე?
კობი-გუდაურის მაგისტრალზე ზვავსაშიშროებაა. უკვე მეორე დღეა გზის ეს მონაკვეთი პარალიზებულია.
შეზღუდვებია ტყიბული-ნაქერალა-ამბროლაურის საავტომობილო გზებზე და გომბორზე, სადაც გადაადგილება მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა ნებადართული.
თელავი-გომბორი-ვაზიანის საავტომობილო მაგისტრალზე ნებადართული არ არის მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მობილიზებულია სპეცტექნიკა და, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
კომენტარი