ბადრი ჯაფარიძე - გახარიას გადასაწყვეტი აღარ იქნება საქართველოს ეკონომიკა
„ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ დღეს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისი შეაფასა.
„იანვარში გახარიას გადასაწყვეტი აღარ იქნება ქვეყნის ეკონომიკა. იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევა. ამიტომ ჩვენ უნდა გავისტუმროთ ეს ხელისუფლება ოქტომბერში იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ის სცენარი, რომელზეც გახარია საუბრობს - ეს არის გაჭირვების და კრიზისის გაღრმავების სცენარი, რომლის შედეგად ჩვენი მოსახლეობა კიდევ უფრო გაღატაკდება. ჩვენ უნდა გავისტუმროთ გახარია, მისი პარტია და თანაპარტიელები, იმისათვის, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან, ეკონომიკაში გადავდგათ თამამი და კრეატიული ნაბიჯები და შედეგად უზრუნველვყოთ ადამიანების კეთილდღეობა,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
კომენტარი