რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: “ვიცოდი, რომ უმძიმესი მატჩი გველოდა...”
რუსეთის საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა, დევიდ ბლანტმა გუშინდელი მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა, დაამატა, რომ მძიმე მატჩს ისედაც ელოდებოდა:
“მართალი გითხრათ, საქართველოს ნაკრებისგან ასეთი ხარისხით თამაშს არ ველოდი, თუმცა, ვიცოდი, რომ წინ უმძიმესი თამაში გველოდა. ჩვენმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშეები – ზაზა ფაჩულია და ვიქტორ სანიკიძე გაენეიტრალებინათ. ქართველებს შესანიშნავი გუნდი გყავთ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე იბრძოლებს და ნებისმიერისთვის ანგარიშგასაწევი ძალაა”, – უთხრა “რუსთავი2”–ს რუსეთის ნაკრების მწვრთნელმა.
საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, იგორ კოკოშკოვმა კი განაცხადა, რომ თავისი ბიჭებით ამაყობს: “ჩემმა ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს გამარჯვებისთვის, ამით მხოლოდ ვამაყობ. ვფიქრობ, რუსეთის ნაკრების გამოცდილებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. შეცდომებს გავაანალიძეთ და მომდევნო მატჩისთვის ვეცდებით, აღარ დავუშვათ”, – თქვა მან.
კომენტარი