სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

”ედისონ რისერჩის” ეგზიტპოლის შედეგებით, კახა კალაძემ ამომრჩეველთა ხმების 54 %, ზაალ უდუმაშვილმა - 15 %, ალეკო ელისაშვილმა კი - 14 % მიიღო

რგანიზაციაედისონ რისერჩისმიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ამომრჩეველთა 54%-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო მეორე ადგილი კანდიდატმანაციონალური მოძრაობისთბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა 15%-ით დაიკავა.

რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს, ეგზიტპოლების თანახმად, მან ამომრჩეველთა 14%-ის მხარდაჭერა მიიღო.

ცნობისთვის, ამერიკულმა საერთაშორისო კომპანიამ ეგზიტპოლი "რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა.

მათი ცნობით, ეგზიტპოლი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და კვლევის შესაძლო ცდომილება, დაახლოებით 2/2,5%-ია. შედეგები 18:00 საათის მონაცემებს მოიცავს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100